Home » მთავარი » თათია დოლიძე: “მე ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ!”

თათია დოლიძე: “მე ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ!”

თათია დოლიძე ოს სეპარატისტ თემურ ცხურბატთან ერთად გადაღებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებს და საკუთარ თავს ქვეყნის ღირსეულ შვილს უწოდებს.

“ჩემი და ტიმურ ცხურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფბ-ზე.
სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე . რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “team of trust” . ტიმური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ნაბრძოლია ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული . იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი ამ პროექტის შესახებ, ბმულსაც გაგიზიარებთ. სანამ რამეს იტყოდეთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. საჯაროა ხომ ეს ყველაფერი? დაინტერესდით და გაიგებთ რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს – უბრალოდ, არ გაწყობთ, რომ გაიგოთ, რომ ყველგან საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. თქვენ ამის საპირისპირო ინფორმაცია გაწყობთ, მაგრამ თქვენდა საუბედუროდ, ასეთი არ არსებობს.”-წერს თათია დოლიძე ფეისბუქზე.

სოციალური ქსელის მომხმარებლები საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ თათია დოლიძე გაეროში ქართველი ახალგაზრდების ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან მისი მამა ლევან ჩარუევი მოსკოვში, რუსეთის შსს-სთან არსებული პროფილაქტიკის მფლობელია, რაც მათი აზრით, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...