Home » მთავარი » თალაკვაძე: ხომ არ ელოდებოდა ამ სარჩელს უკვე ვინმე წინასწარ მომზადებული სცენარით სასამართლოში?

თალაკვაძე: ხომ არ ელოდებოდა ამ სარჩელს უკვე ვინმე წინასწარ მომზადებული სცენარით სასამართლოში?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ  შესაბამისი უწყება საქმის დეტალებით არის დაინტერესებული:

„შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოხდა სარჩელის შესაძლო შეცვლა. ეს ბუნებრივია აჩენს შეკითხვებს და ეჭვებს, ხომ არ იყო გარკვეული წინასწარი კავშირი სასამართლოსთან და ხომ არ ელოდებოდა ამ სარჩელს უკვე ვინმე წინასწარ მომზადებული სცენარით სასამართლოში. პოლიტიკური შემადგენლის მქონე სარჩელები ეწერებოდათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე მოსამართლეებს. ბუნებრივია, შეკითხვას აჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით.

მე ვფქრობ, მას მოუწევს პასუხების გაცემა. ჩნდება ეჭვი, ხომ არ იყო მის განცხადბები ზეწოლასთან დაკავშირებით, გაკეთებული იმიტომ, რომ ყურადღების გადატანა ამ გარემოებებიდან მომხდარიყო სწორედ მის განცხადებაზე. პროკურატურაა დაინტერესებული, ყველა შესაბამისი უწყება არის დაინტერესებული“ – აცხადებს თალაკვაძე.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს ...