Home » მთავარი » თამარ, არ შეგიშვებთ!-საპროტესტო აქცია (ვიდეო)

თამარ, არ შეგიშვებთ!-საპროტესტო აქცია (ვიდეო)

პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან საპროტესტო აქცია გამართა.

საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე აცხადებს, რომ არ დაუშვებს განათლების ყოფილი მინისტრის, თამარ სანიკიძის ეროვნული ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნას.

    -„ინფორმაცია  თამარ სანიკიძის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად დანიშვნის შესახებ უკმაყოფილება მოჰყვა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში, იურისტთა საერთაშორის სახლში და სტუდენტებში. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმ დღეს ცენტრთან მცირე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციები ხვალიდან გაგრძელდება“-განაცხადა დავით ფერაძემ.

აქციის  ორგანიზატორები აანონსებენ, რომ სანიკიძეს შენობაში არ შეუშვებენ და მზად არიან ყველა გზა გამოიყენონ ამისთვის.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...