Home » კულტურა » თამარ ივერი: ძირს!სისხლიანი სეზონის დახურვის სპექტაკლი!!!

თამარ ივერი: ძირს!სისხლიანი სეზონის დახურვის სპექტაკლი!!!

ოპერის მომღერალი თამარ ივერი კულტურის სამინისტროს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

-„მივმართავთ მთავრობას,კულტურის სამინისტროს,….ნუ დაახოცინებთ დავით კინწურაშვილის რეჟიმს თეატრის მომღერლებს!!!!
შეელიეთ ამ კაცს!!!!
ძირს!სისხლიანი სეზონის დახურვის სპექტაკლი!!! ბოიკოტი მას!დააბრუნეთ შეძენილი ბილეთები!ნუ მიიღებთ ამ სისხლიან ზეიმში მონაწილეობას!!!“

შეგახსენებთ:

ოპერის თეატრის დირექტორმა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა. როგორც გუნდის წევრები ამბობენ, სამსახურიდან გაშვების ბრძანებით აღშფოთებულნი არიან. რამდენიმე მსახიობის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპოდენტი, რომელსაც თეატრის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ამ აჟიოტაჟის დროს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი თეატრში არ გამოჩენილა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ გუნდის მომღერლები, სოლისტების დიდი უმრავლესობა, ორკესტრის მუსიკოსები პროტესტის ნიშნად სეზონის დახურვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი გვატყობინებს, სასწრაფო დახმარების მანქანებმა დატოვეს ტერიტორია, ადგილზე რჩებიან თეატრის თანამშრომლები და პატრული.

1468667317759280Снимок

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...