Home » მთავარი » თამთა მეგრელიშვილი: უფლება ჯანმრთელობაზე!..

თამთა მეგრელიშვილი: უფლება ჯანმრთელობაზე!..

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

ვალდებულნი ვართ დავხვეწოთ ჯანდაცვის სისტემა და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანი გვევლინება პაციენტის როლში. სახელმწიფო თავის მხრივ ცნობს და აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას და დაუშვებლად მიიჩნევს პაციენტის დისკრიმინაციას რასის,კანის ფერის,ენის,სქესის,გენეტიკური მემკვიდრეობის,რწმენისა და აღმსარებლობის,პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების,ეროვნული ეთნიკური სოციალური კუთვნილების,წარმოშობის,ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის,საცხოვრებელი ადგილის,დაავადებისა თუ სხვა ნიშნით. დისკრიმინაცია აკრძალულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ანუ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვთ საქართველოში მცხოვრებ,მუდმივად ან დროებით მყოფ პირებს. ჯანმრთელ და დავადებულ ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ იმ სიკეთით რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. ნებისმიერ პაციენტს საქართველოში უფლება აქვს მიიღოს სრული,ობიექტური,გასაგები ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისა და მოსალოდნელი შედეგის შესახებ.ასევე უნდა განემარტოს

რა მიზნით იგეგმება სამედიცინო ჩარევა და რა შედეგები შეიძლება დადგეს მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში. ამასთან საქართველოს კანონმდებლობა ცნობს შესაძლებლობას პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე უარი თქვას პაციენტისათვის ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ მიწოდებაზე,ეთიკის კომისიასთან შეთანხმებით. სახელმწიფო დაუშვებლად მიიჩნევს დისკრიმინაციას-ჯანმრთელ და დავადებულ ადამიანს უქმნის თანაბარ შესაძლებლობას ისარგებლონ იმ სიკეთით რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს,მაგალითად საქართველოში ამოქმედდა ბევრი განვითარებული ქვეყნისათვის ჯერ კიდევ საჭირო და პრობლემურად ხელმისაწვდომი პროგრამები და დღესაცწარმატებით გრძელდება. საქართველოს კანონის პირდაპირი დაცვის საგანია პაციენტის შესახებ არსებული ინფორმაცია,რომელიც კონფიდენციალურია პაციენტის გარდაცვალების შემდეგაც,რიგი გამონაკლისების გარდა. საქართველოს კანონი “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” ადგენს კონფიდენციალური ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება,შენახვა,გავრცელება-გამჟღავნება,სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად არის მიჩნეული.

ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი და ადექვატური სამედიცინო მომსახურება. დღეს ჯანდაცვის პროგრამა უზრუნველყოფს მოქალაქეთა პიროვნული ინტერესებისა და ღირსების პატივისცემას, ინფორმირებულბასა და კონფიდენციალურობას, დაშვებულია სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების არჩევის უფლებას,ოჯახის დაგეგმვის უფლება, აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. უფლება ჯანმრთელობაზე ყველა ჩვენგანის უფლებაა და ვალდებულნი ვართ დავხვეწოთ ჯანდაცვის სისტემა და ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...