Home » მთავარი » თანამდებობის პირისგან პასუხი რომ გავიგოთ უნდა დავხვდეთ სადარბაზოსთან?

თანამდებობის პირისგან პასუხი რომ გავიგოთ უნდა დავხვდეთ სადარბაზოსთან?

საკრებულოში, სადაც დღეს დედაქალაქის მერიისშესაბამისი სამსახურების წარმომადგენელ პირებს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცათ, მერიის წარმომადგენლები  არ მივიდნენ.

საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამით დაირღვა კანონი.

სახელმწიფო იმართება კონსტიტუციით, კანონებით და წესებით. მათ შორის თბილისის საკრებულოს და მერიის ურთიერთობებს არეგულირებსთვითმმართველობის კოდექსიდა რეგლამენტი. 41- მუხლში წერია, რომ ფრაქციების დაბარების შემთხვევაში მერიის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მოვიდნენ. ისინი არ მოვიდნენ და ძალიან უხეშად დაარღვიეს კანონი.

ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, სახელმწიფო გააუქმა, სახელმწიფო, რომელიც წესებით და კანონებით უნდა იმართებოდეს. მაშინ გვითხრან, რომ ჩვენ დაბრუნებულები ვართ 90-იან წლებში, ავისხამთ ავტომატებს.

თანამდებობის პირისგან პასუხი რომ გავიგოთ უნდა დავხვდეთ სადარბაზოსთან? ასეთ სახელმწიფოში გვაბრუნებენ?” – განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“ყველა უნდა შევუდგეთ სულის გადარჩენის გზას”

სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების პატრიარქის მოსაყდრემ  მრევლს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მოილოცა და დღევანდელი დღის ...