Home » მთავარი » თანამშრომლების ეჭვები-რუსთავი 2-ში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თანამშრომლების ეჭვები-რუსთავი 2-ში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაიწყო. 
უწყების განცხადებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყეს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტელეკომპანიის თანამშრომლის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, შენობის იმ ნაწილში სადაც ხანძარი გაჩნდა, თანამშრომლები აღარ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ეჭვები, რომლის გახმაურებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.

გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს ტელეკომპანიის დირექტორიც, ნიკა გვარამია. ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, სადაც ხანძრის ლოკალიზების შესახებ იუწყება.

ხანძრის ადგილზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი მივიდა.  მისი განცხადებით, შემთხვევას საეჭვო დეტალები ახლავს.

“ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ხანძარი სწორედ იმ.ნაწილში გაჩნდა, სადაც ყველაზე მარტივად აალებადი ნივთები ინახებოდა. ადგილზე იყო სათვალთვალო ვიდეოკამერები, რომლებიც დაზიანებულია, ამიტომ ვერ მოხერხდება ჩანაწერის ნახვა. თუმცა გამოძიების დასრულებას დაველოდებით“, – ამბობს უდუმაშვილი.

Facebook Comments
x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...