Home » მთავარი » თანამშრომლობის მემორანდუმი, ორმხრივი კონსულტაციები, გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები

თანამშრომლობის მემორანდუმი, ორმხრივი კონსულტაციები, გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით დოკუმენტს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა მოაწერა, სლოვენიის თავდაცვის უწყებას კი, მინისტრის მოადგილე მილოშ ბიჟაკი წარმოადგენდა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრების მოადგილეებმა საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ლელა ჩიქოვანმა კოლეგას თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო და სლოვენიის მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სლოვენიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივაში უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროში ექსპერტი ჰყავს მოვლენილი. შეხვედრაზე მილოშ ბიჟაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სლოვენიის მხარდაჭერა.

თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროები ოფიციალურ ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებს განახორციელებენ, ასევე დაიგეგმება ორმხრივი კონსულტაციები, გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები.

Facebook Comments
x

Check Also

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობის ...