Home » მთავარი » „თბილისზე მზრუნველის“ სტატუსი ცხრა ადამიანს მიენიჭა

„თბილისზე მზრუნველის“ სტატუსი ცხრა ადამიანს მიენიჭა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „თბილისზე მზრუნველები“ დააჯილდოვა.

„თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო წელს 9 ადამიანმა მიიღო. ესენი არიან: ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი და დიპლომატი ბადრი ვადაჭკორია; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დავით გრძელიძე, რომელიც 1981 წლიდან აღნიშნულ სფეროში მუშაობს; „კომპანია ბლექ სი გრუპის“ წარმომადგენელი და პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი დავით შონია; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ელ. დეპო „ნაძალადევის“ №1 კომპლექსური შეკეთების და მომსახურების საამქროს ტექნიკოსი ელგუჯა მარკოზიშვილი, რომელიც გახსნის დღიდან თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელია; რესტავრატორი ლევან რევაზაშვილი – უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა მწერალთა სახლის შიდა აივნები, გარე ფასადის ფანჯრები, შიდა დარბაზები (თეთრი დარბაზი და კაკლის ოთახი). მისსავე სახელს უკავშირდება ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში საგამოფენო ვიტრინების რესტავრაცია. ამჟამად, მუშაობს რომის ქუჩა N 2-სა და დადიანის ქუჩა N 34-ში მდებარე ისტორიულ სახლებზე; შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა; მზია ნადირაძე, რომელიც 40 წელია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს, ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნარკვევის და სამუზეუმო პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სტატიების; ციალა ჩხაიძე – 96-ე ბაგა-ბაღის მუსიკის მასწავლებელი, რომელიც 51 წელია მუშაობს და ჰამლეტ ჟიჟიაშვილი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – უშუალოდ კურირებდა პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროცესს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ რას ნიშნავს ქალაქზე ზრუნვა.

„თბილისზე მზრუნველის“ ჯილდო წელს უკვე მეოთხედ იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საკუთარ პროფესიასა და ქალაქს. ზრუნავენ და წვლილი შეაქვთ დედაქალაქის განვითარებაში. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს ქალაქზე ზრუნვა და კარგად იციან ის, რომ ქალაქი 24 საათიანი აქტიური მუშაობის გარეშე ვერ იდგება ფეხზე. დღეს ჩვენი ქალაქი ფეხზე დგას, წინ მიიწევს, ვითარდება და სწორედ ამ ადამიანების მხრებზე დგას“ – განაცხადა ნარმანიამ.

ყოველწლიურად „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეების დასახელება თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა იყო და ნომინაციაში გამარჯვებულები წელსაც, გასული წლების მსგავსად, „თბილისობა 2017“-ის ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...