Home » მთავარი » თბილისის ბიუჯეტი 825 მილიონ ლარამდე გაიზრდება

თბილისის ბიუჯეტი 825 მილიონ ლარამდე გაიზრდება

თბილისის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილება 28 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ბიუჯეტში შესული ცვლილების შედეგად, ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან 4.5 მილიონი ლარით გაიზარდა საშემოსავლო ნაწილი, დანარჩენი 15 მილიონი ლარი კი სხვადასხვა მუხლებიდან სხვადასხვა მუხლებში გადანაწილდა: 7 მილიონი ლარით იზრდება ბაგა-ბაღების დაფინანსება; 7 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის პროგრამები; 5 მილიონ ლარზე მეტით შემცირდა გამწვანების ხარჯები და 1 მილიონით შემცირდა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, თანხა სოციალური, ჯანდაცვის და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებებით გადანაწილდება. ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდება.

თბილისის ბიუჯეტი 825 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...