Home » მთავარი » თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი მსუბუქი ავტომობილი ფიგურირებს. გარდაცვლილია ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა. შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა მეორე მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი – ვირუსული ინფექციებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება!

„კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიულია, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ...