Home » მთავარი » თბილისის კოლორიტი ოთარ რამიშვილი არასდროს დაავიწყდება ქალაქს (ვიდეო)

თბილისის კოლორიტი ოთარ რამიშვილი არასდროს დაავიწყდება ქალაქს (ვიდეო)

1934 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი,თბილისის კოლორიტი-ოთარ რამიშვილი. დღეს ის 82 წლის გახდებოდა.

ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული ჰიტები „ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, „მარტის თვეა შენი“, „თბილისო“ და სხვა. ის არის ფილმის „მამა“-ს კომპოზიტორი. 2009   წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

გარდაიცვალა 2011 წლის 6 ოქტომბერს 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

წლები გადის, ოთარ რამიშვილის სიმღერებს კი სიცოცხლე ემატებათ, თავად ოთარი კი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმით და შესრულების მანერით,  არასდროს დაავიწყდება თბილისს.

https://www.youtube.com/watch?v=E4bvgY7UEUc

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...