Home » მთავარი » თბილისის კონსერვატორია 100 წლისაა

თბილისის კონსერვატორია 100 წლისაა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ  ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია,  მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და  თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი დაესწრნენ.

საიუბილეო ღონისძიება კონსერვატორიის რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობაში ჩატარდა. გრიბოედოვის ქუჩა N8/10-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია  თბილისის მერიის დავალებით თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა.

სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული შენობის ფასადზე არსებული ნაძერწი დეტალები და ქანდაკებები.  რესტავრაცია ჩაუტარდა დაზიანებულ  აივნებს და  ძველებურ ხის კარებს.  სარესტავრაციო სამუშაოები ძეგლებზე მუშაობის  წესების სრული დაცვით  ჩატარდა.

კონსერვატორიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა  2017 წლის მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დაასრულა.

ვანო სარაჯიშვილის  სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიის შენობა, კულტურული მემკვიდერეობის უძრავ ძეგლს წარმოადგენს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით 1901-04 წლებშია აგებული. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა, 1924 წლიდან მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947 წლიდან თბილისის კონსერვატორია  ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...