Home » მთავარი » თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა დაათვალიერეს.

მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია, როგორც შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა და კეთილმოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.

ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.

გამოჩენილიქართველიმწერლის, პუბლიცისტისდასაზოგადომოღვაწისილიაჭავჭავაძისლიტერატურულ-მემორიალურიმუზეუმიჯავახიშვილის N7-ში 1987 წელსგაიხსნა,ილიასდაბადებიდან 150-ე წლისთავთანდაკავშირებით. თავისდროზე,კისახლიილიაჭავჭავაძისდასეკუთვნოდადამისიმეუღლის, გენერალალექსანდრესაგინაშვილისმიერ1880-იან წლებში აშენდა.

ილიაჭავჭავაძეამსახლში 1889-1901 წლებშიცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ  “ივერიის” რედაქცია და სტამბა.

 

Facebook Comments
x

Check Also

კარვების და აქციების ქალაქი…

დღეს თბილისში ოპოზიციის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქცია გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია აქციას 3 საათზე იწყებს, პატრიოტთა ...