Home » ეკონომიკა » თბილისის მერიამ მეწარმეები სამი თვით გაათავისუფლა გადასახადებისგან

თბილისის მერიამ მეწარმეები სამი თვით გაათავისუფლა გადასახადებისგან

600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე იჯარის გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდებიან.  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.

“ის მცირე და საშუალო მეწარმეები,  რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვის და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, თავისუფლდებიან სამი თვით გადასახადებისგან.” – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ  ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან უკვე გათავისუფლდნენ მთელი წლის გადასახადისგან.

თბილსიის მერმა  მოუწოდა მოსახლეობას რომ  ყველამ  მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, არსებული რეკომენდაციების შესრულებაა. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ექიმს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებებისა და საზოგადოების კოორდინირებული ნაბიჯებით ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. გისურვებთ ჯანმრთელობას.” – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...