Home » მთავარი » თბილისის მერიის განცხადება 2016 წლის„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით

თბილისის მერიის განცხადება 2016 წლის„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით

„თბილისობა 2016“-ის აღნიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი  (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 15 ივლისამდე მიიღება. შემოსული განაცხადები სადღესასწაულო ღონისძიების საერთო კონცეფციასთან შესაბამისობაში განიხილება.

დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემოტანა შეუძლიათ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე.

მისაღები წინადადებების ავტორებს მერიის შესაბამისი სამსახურები თავად დაუკავშირდებიან.

15 ივლისის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით შემოსული განაცხადებები აღარ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის  ცხელ ხაზს 2 378 549.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...