Home » მთავარი » თბილისის მერი მოსახლეობას აივნების და ფანჯრების მორთვისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი მოსახლეობას აივნების და ფანჯრების მორთვისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი ფანჯრები და აივნები. ამის შესახებ 1tv წერს.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას. მთელი ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდით ქალაქი გაგველამაზებინა საახალწლო ილუმინაციებით. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ. შესაბამისად, მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა და მონაწილეობის მიღება ქალაქის მორთვაში. ძალიან ელემენტარული რაღაცაა გასაკეთებელი. ყველანი ვემზადებით საახალწლოდ შეძლებისდაგვარად და ერთი საახალწლო განათება საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ დაამაგრონ, შეიძლება ერთი ნათურაც კი, დარწმუნებული ვარ, იქნება დიდი სილამაზე, რომელიც დაამშვენებს ქალაქს”,- აღნიშნა კალაძემ.

გასულ კვირას თბილისში საახალწლო განათებები ჩაირთო. განათდა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.

განათებები ჩაირთოქალაქის ცენტრალურ გამზირებზე: რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე, ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე.

წელს ახალი და ორიგინალური საახალწლო განათებები დამონტაჟდა. დედაქალაქს საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი ლარი დაუჯდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

აქციას მინსკში ექიმები შეუერთდნენ – “ერთად ძალა ვართ!”

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას ...