You are here
თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ყველა სიახლე 

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ 38 ხმით დაუჭირა, ბიუჯეტის წინააღმდეგ ხმა საკრებულოს 2-მა წევრმა მისცა.

ოპოზიცია მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ უჭერს. ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარტიის წევრების განცხადებით, მისი პარტია არ აპირებს მონაწილეობას იმ ბიუჯეტის დამტკიცებაში, რომელიც მათი შეფასებით, დედაქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობას არ ემსახურება.

2018 წლის ბიუჯეტი 861 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ბიუჯეტს 60 მილიონით აღემატება. ამ თანხის დამატება კახი კალაძემ არჩევის შემდეგ ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვა. 60 მილიონიდან 14 მილიონამდე მეტროს შემადგენლობის განახლებას უნდა მოხმარდეს, დანარჩენი კი ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.

 

Comments

comments

Related posts