Home » მთავარი » თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

როგორც ცნობილია, დღეს საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი, 14:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა დაანონსებული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ მისცემენ უფლებას საკრებულოს ტერიტორიების გასხვისების.

ოპოზიციას საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არავის მისცემს უფლებას, რომ დღეს დაგეგმილი სხდომა ჩაშალოს.

„თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და რა საკვირველია მედიის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ კანონის დარღვევის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. რეგლამენტი უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, მე ჟურნალისტებს მოგმართავთ, როდესაც დაესწრებით განხილვას, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტები, ბუნებრივია, ჩვენი თხოვნა იქნება მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ.

„მათ არა ერთხელ გააჟღერეს, რომ მათი მიზანი არის საკრებულოს სხდომის ჩაშლა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ვიმეორებ, მათ არა ერთხელ დაანონსეს, რომ მათი მიზანი არის საკრებულოს სხდომის ჩაშლა, ჩვენ ამის უფლებას არავის არ მივცემთ,“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ამ წუთებში კი თბილისის საკრებულოს როგორც გარეთ, ასევე შიდა ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

Facebook Comments
x

Check Also

რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას რომ მათ ყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში?

„მე არ ჩავეწერე კითხვებში პირველი, რათა მომესმინა ჩემი კოლეგების დამოკიდებულება, თუმცა ჩემთვის არ იყო უცხო ...