Home » მთავარი » თბილისი და პირველ რიგში მოსაგვარებელი პრობლემები…

თბილისი და პირველ რიგში მოსაგვარებელი პრობლემები…

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

სოსო

-„თბილისში პირველ რიგში, კომპლექსურად უნდა მოგვარდეს ტრანსპორტის საკითხი.

თავი უნდა გავანებოთ ახალ მეტროს სადგურებზე ფიქრს და მოვახდინოთ რესურსების მობილიზაცია იმისათვის,რომ თბილისის არსებული მეტროს სადგურები მოვიყვანოთ წესრიგში. მეტრო ჩვენი დიდი სიმდიდრეა და მას მოვლა და შენახვა უნდა.

უნდა გავაგრძელოთ ახალი ავტობუსების შემოყვანა.

ასევე უნდა მოვიძიოთ სახსრები,რათა ქალაქს ჰყავდეს თანამედროვე ტრამვაი,რაც ძვირი,მაგრამ აუცილებელია.

ძალიან კარგია,რომ აღდგა კუს ტბის საბაგირო. მიმაჩნია,რომ ქალაქის რელიეფი გვკარნახობს ამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას.

უნდა გადავიტანოთ სატვირთო რკინიგზა ქალაქიდან. ხოლო მტკვარზე აუცილებელია მინიმუმ ორი ხიდის აშენება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა არ უნდა იყოს მოუხერხებელი და უნდა გადატყდეს ჩვენს მენტალობაში არსებული შეხედულება,რომ ეს რაღაც არაპრესტიჟულია დაა ზოგიერთების სტატუსს არ შეჰფერის.

ამავე დროს უნდა გამკაცრდეს კონტროლი მანქანების ტექნიკურ მდგომარეობაზე, კატალიზატორ მოცლილი მანქანები არ უნდა დადიოდნენ ქალაქში.ვერანაირი მძიმე სოციალური ფონი ვერ გამოდგება ჩვენი შვილების ჯანმრთელობის დაზიანების გამამართლებლად.

უნდა ვიზრუნოთ წალკა-თრიალეთიდან თბილისის წყალმომარაგებაზე,ეს პროექტი არსებობს და უნდა დავიწყოთ მისი განხორციელება. ამ შემთხვევაში თბილისის მარჯვენა სანაპირო მომარაგდება თვითდინებით მომავალი ხარისხიანი წყლით, აღარ იქნება ელექტროენეერგიის უზარმაზარი ხარჯვების აუცილებლობა,ხოლო თბილისის ზღვის უკვე სასმელად უხარისხო წყლის ქალაქის მცხოვრებლებისათვის მიწოდება აღარ დაგვჭირდება.

კიდევ ერთი, რამ მინდა ვთქვა ქალაქის მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემის შესახებ,სწორედ მათ მოუწესრიგებელ მდგომარებაზე მოდის შენობათა ავარიულობის 90%. არსებობს ამ მძიმე პრობლემის გადაჭრის გზები,რა ინიციატივითაც მე გამოვედი და გამოვდივარ უკვე ორი წელია,თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხერხდება მრავალრიცხოვანი ინსტიტუციონალური ხარვეზების გამო.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...