Home » მთავარი » თბილისი ჭადრაკის მსოფლიო თასს მასპინძლობს

თბილისი ჭადრაკის მსოფლიო თასს მასპინძლობს

2-28 სექტემბერს თბილისი ჭადრაკის მე-15 მსოფლიო თასს მასპინძლობს

დღეს ფუნიკულიორზე ჭადრაკის მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 2-28 სექტემბერს თბილისი ჭადრაკის რიგით მე-15 მსოფლიო თასს უმასპინძლებს ვაჟთა შორის.

უმაღლესი რანგის ტურნირში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იასპარეზებს, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის ტოპ-25 მოჭადრაკე.

საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

ასპარეზობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მატებს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის (ნორვეგია) მონაწილეობა. მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ტურნირში მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობს.

ტურნირში ასევე მონაწილეობენ: მსოფლიოს ექსჩემპიონები: ვიში ანანდი (ინდოეთი), ვესლე ინტოპალოვი (ბულგარეთი), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუი ფანი და მოქმედი ჩემპიონი ტანჟონგი (ორივე ჩინეთი).

საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია.

წესების თანახმად ვაჟთა ტურნირში მასპინძელი ფედერაციის ნომინაციით ასპარეზობს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე.

საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.

ორგანიზატორები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მერია; 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. საჭადრაკო მსოფლიო თასის წარმდგენია კომპანია „სოკარი”. საინფორმაციო მხარდამჭერი – საზოგადოებრივი  მაუწყებელი.

სატურნირო  განრიგი 

თარიღი დრო ღონისძიება მდებარეობა
2 სექტემბერი შაბათი 16:00 გახსნის ცერემონიალი რესტორანი ‘ფუნიკულიორი’
2 სექტემბერი შაბათი 18:00 ტექნიკური შეხვედრა ‘რესტორანი’ ფუნიკულიორი
3 სექტემბერი კვირა 15:00 I წრე;  I პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

4 სექტემბერი ორშაბათი 15:00 I წრე;  II პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

5 სექტემბერი სამშაბათი 15:00 ტაი ბრეიქი სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

 6 სექტემბერი ოთხშაბათი 15:00 II წრე;  I პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

7 სექტემბერი ხუთშაბათი 15:00 II წრე;  II პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

8 სექტემბერი პარასკევი 15:00 ტაი ბრეიქი სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

9 სექტემბერი შაბათი 15:00 III წრე; I პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

 10 სექტემბერი კვირა 15:00 III წრე;  II პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

 11 სექტემბერი ორშაბათი 15:00 ტაი ბრეიქი სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

12 სექტემბერი სამშაბათი 15:00 IV წრე; I პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

13 სექტემბერი ოთხშაბათი 15:00 IV წრე; II პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

14 სექტემბერი ხუთშაბათი 15:00 ტაი ბრეიქი სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

15 სექტემბერი პარასკევი 15:00 V წრე; I პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

16 სექტემბერი შაბათი 15:00 V წრე; II პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

17 სექტემბერი კვირა 15:00 ტაი ბრეიქი სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

18 სექტემბერი ორშაბათი დასვენების დღე
19 სექტემბერი სამშაბათი 15:00 VI წრე; I პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

20 სექტემბერი ოთხშაბათი 15:00 V I წრე; II პარტია სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

21 სექტემბერი ხუთშაბათი 15:00 ტაი ბრეიქი სასტუმრო

‘ჰუალინგ პრეფერანსი’

22 სექტემბერი პარასკევი დასვენების დღე
23  სექტემბერი შაბათი 15:00 VII წრე; I პარტია სასტუმრო ‘ბილტმორი’
24  სექტემბერი კვირა 15:00 VII წრე;II პარტია სასტუმრო ‘ბილტმორი’
25  სექტემბერი ორშაბათი 15:00 VII წრე; III პარტია სასტუმრო ‘ბილტმორი’
26  სექტემბერი სამშაბათი 15:00 VII წრე; IV პარტია სასტუმრო ‘ბილტმორი’
27  სექტემბერი ოთხშაბათი 15:00 ტაი ბრეიქი სასტუმრო ‘ბილტმორი’
ოთხშაბათი 19:30 დახურვა თბილისის საკრებული

 

საპრიზო ფონდი

I  წრეში დამარცხებულები 64 X6 000=384 000$
I I წრეში დამარცხებულები 32 X10 000=320 000$
I II წრეში დამარცხებულები 16 X16 000=256 000$
IV წრეში დამარცხებულები 8 X25 000=200 000$
V წრეში დამარცხებულები 4 X35 000=140 000$
VI წრეში დამარცხებულები 2 X50 000=100 000$
VII წრეში დამარცხებული 80 000$
VII წრეში გამარჯვებული 120 000$
სულ 1 600 000$

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...