Home » მთავარი » თბილისი 22-23 აპრილს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

თბილისი 22-23 აპრილს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

20 აპრილს, 10:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში უმასპინძლებს ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხორა ნიკმას. შეხვედრას დაესწრება მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.

შეხვედრის დაწყებამდე სტუმრები მოინახულებენ ქართული სპორტის მუზეუმს, სადაც დაცულია ქართველი სუმოისტების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლები და თასები. მხარეები ისაუბრებენ თბილისში 22-23 აპრილს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნის 290 სპორტსმენი.

ევროპირველობა 21/23-წლამდელებში და უფროსებში, ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...