Home » მთავარი » თეა წულუკიანი: რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები

თეა წულუკიანი: რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას სწორედ რუსეთი ახორციელებს და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გაძარცვა და გადაწვა ქართველების საკუთრება და სახლები. ამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამხედრო პირი არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა და დადგინდა შესაბამისად ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი.

ამ განაჩენით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას სწორედ რუსეთი ახორციელებს და არა რომელიმე თვითაღიარებული და არაღიარებული წარმონაქმნი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე აგვისტოს ომის სახელით არის ცნობილი, ეს გადაწყვეტილება ეხება აფხაზეთსაც და იქაც ადგენს რუსეთის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

x

Check Also

თეა წულუკიანი: ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა ...