Home » მთავარი » თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს მივაგებთ პატივს და ბრძოლა მომავალშიც, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს მივაგებთ პატივს და ბრძოლა მომავალშიც, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება

ამჟამად ჰააგაში აგვისტოს ომის გამოძიების საქმე მიმდინარეობს და ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებდით და მე მუდამ მიფიქრია ამაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის ვერდიქტამდე გამოსულიყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესში იქნებოდა და დღეს ასეც მოხდა და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე გამოძიებისას მხედველობაში ექნებათ, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აგვისტოს ომში მონაწილე ჯარისკაცებს მიულოცა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს მივაგებთ პატივს და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება.

მინდა, მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, რომელმაც აგვისტოს ომი გამოიარა და დღეს ცოცხალია, მინდა იმ ოჯახებს, ვინც დაკარგა აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ოჯახის წევრი, ჩვენი გმირები, მივულოცო, ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს მივაგებთ პატივს და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე გაგრძელდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

x

Check Also

დავით მათიკაშვილი – ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და ...