Home » რეგიონი » თებერვალში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს

თებერვალში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა შაბათ-კვირის შეზღუდვებზე იმ 5 ქალაქში, სადაც აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება.

„იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქალაქში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, ყველა ამ ქალაქში, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

x

Check Also

ნინო ბურჯანაძე – მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს

ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ პირველ რიგში მას არ დაბრალდეს მოლაპარაკების ჩაშლა, რომელსაც ასე ძალიან ცდილობს ...