Home » მთავარი » თეთრიწყაროში ამჯერად მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა “კოვიდ 19”

თეთრიწყაროში ამჯერად მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა “კოვიდ 19”

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ამჯერად მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულია კიდევ ერთი მოქალაქე ბოლნისშიც. აღნიშნულ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილი ავრცელებს. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, გამოკვლეულია და შესწავლილია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც მერიის დაინფიცირებულ თანამშრომელს ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი თუმცა ყველა მათგანს უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდათ.

“ყველა ის ადამიანი, ვინც ინფიცირებული იყო, გუშინვე სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდნენ და მათი ოჯახის წევრებიც   მკაცრ კარანტინში არიან. ,40-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სასტუმროშია მოთავსებული“- აცხადებს რეხვიაშვილი. მისივე განმარტებით,  დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი პირი ამავე რაიონის ცენტრში ცხოვრობდა და მისი კავშირებიც შესწავლილია, თუმცა, ის 17 აპრილიდან უკვე თვითიზოლაციაში იყო და კომუნიკაცია შეზღუდული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს მუნივიპალიტეტში ერთ-ერთ ექთანს, რომელიც ბოლნისისა და თეთრიწყაროს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში ერთდროულად მუშაობდა, დაუდგინდა კორონავირუსი. გუშინ ჩატარებული  კვლევებით კი  თეთრიწყაროს საავადმყოფოს 20-მდე მედპერსონალს “კოვიდ-19”-ის ინფექცია დაუდასტურდა. გუშინვე ეს მუნიციპალიტეტი ჩაკეტეს.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...