Home » კულტურა » თენგიზ არჩვაძე იუბილარია-ვულოცავთ! (ვიდეო)

თენგიზ არჩვაძე იუბილარია-ვულოცავთ! (ვიდეო)

ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული სილამაზით დასამახსოვრებელი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში.

თენგიზ არჩვაძე:

“…მე ის კაცი არა ვარვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება

“…
პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს“.


“…
როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამოარასოდეს

თუ დამიჯერებთცხოვრებაში ფული არასოდეს დამითვლია“.

   მსახიობის სამყარო წმინდა და თვითმყოფადია, ხმაც კი აბსოლუტურად გამორჩეული აქვს. ბატონი თენგიზის მიერ წარმოთქმულ ფრაზაში მკაფიოდ ისმის ქართული ენისათვის დამახასიათებელი გამოკვეთილი ხმოვანება.

თეატრმცოდნე ნადია შალუტაშვილი ასე ახასიათებდა მსახიობს:

-„ თენგიზ არჩვაძე თხემით ტერფამდე ქართველი, ამავე დროს, ევროპული ტიპის ინტელიგენტის განსახიერებაა. მისი ბუნებისათვის უცხოა ყოველივე მოჩვენებითი, გარეგნული ეფექტები. სცენაზეც და ცხოვრებაშიც უტყუარია, არავის არასოდეს ბაძავს, არაფერს “თამაშობს”. მის არსებაში საოცარი ჰარმონიულობით თავსდება ეროვნული ბუნება და ორგანული ევროპულობა“.

ჩვენ უდიდესი მოწიწებით ვულოცავთ ბატონ თენგიზს დაბადების დღეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მაყურებლის დიდ სიყვარულს კიდევ დიდხანს ვუსურვებთ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით ...