Home » მთავარი » თენგიზ ცერცვაძე: გასაკვირია მოსახლეობის ერთი ნაწილის პოზიცია, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობენ ვაქცინაზე

თენგიზ ცერცვაძე: გასაკვირია მოსახლეობის ერთი ნაწილის პოზიცია, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობენ ვაქცინაზე

გასაკვირია მოსახლეობის პოზიცია, მათი ნაწილის, ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობენ ვაქცინაზე. ეს ორი რამ დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა საინტერესო კვლევა, რომ ისრაელში, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვაქცინაციაში, 10 მილიონიან ქვეყანაში 2,6 მილიონია უკვე ვაქცინირებული და ეს პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 1,2 მილიონმა უკვე მეორე დოზა გაიკეთა ვაქცინის. საგულისხმოა, რომ ვაქცინირებულთა შორის მხოლოდ 0,01%-ს დაემართა კოვიდი, სულ 20 კაცს დაემართა და მათაც – მსუბუქად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

x

Check Also

სერგო ჩიხლაძე – „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს – „წითელი ხაზები“ ცხვირ-პირში მოხვდებათ, თუ არ დაივიწყებენ

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში ...