Home » მთავარი » თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია განხორციელდება

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია განხორციელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი კლინიკა, სადაც კორონავირუსზე ვაქცინაცია განხორციელდება,  – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, , „ფაიზერის“ ვაქცინა ლოჯისტიკის განსაკუთრებულ პირობებს ითხოვს.

„რაც შეეხება კლინიკების მოწყობას ინფრასტრუქტურის კუთხითაც – ცალკე შესასვლელები და გარემო, სადაც აცრები განხორციელდება, ამ მიმართულებით ძირითადად პრობლემები იქნება პირველ პარტიაზე, რომელიც სავარაუდოდ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება. სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინა მოითხოვს ლოჯისტიკის ასეთ განსაკუთრებულ პირობებს და გარკვეულ ფაქიზ მოპყრობას. ეს საკითხი პრინციპულად გადაწყვეტილია, რადგან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაბამისი აღჭურვილობა, მხედველობაში მაქვს -80 გრადუსიანი მაცივრები და შენახვის თვალსაზრისით არავითარი პრობლემა არ შეიქმნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, გამოყოფილი იქნება ცალკეული კლინიკები, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება.

„არანაირი განსაკუთრებული მზადება არ ხდება. ჩვენ გვაქვს ამისთვის გამოყოფილი ფართი, გვყავს ძალიან კვალიფიციური ექიმები, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები, რომლებიც დღემდე ძალიან წარმატებით მართავენ ამ კოვიდპანდემიას.

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს საავადმყოფოს აქვს გადარჩენის ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც. იგივე ექიმები განახორციელებენ ძალიან წარმატებით ვაქცინის გამოყენებას.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად აწყობილი ჟანგბადის მიწოდების სისტემა, თუ ეს საჭირო იქნება, გვაქვს უახლესი სუნთქვის აპარატებით მოწყობილი რეანიმაცია, ეს არ გახდება საჭირო, თუმცა ათასში, თუ მილიონში ერთხელ რომ გახდეს საჭირო, ამ ყველაფერს ჩვენი კლინიკა ხვდება ასპროცენტიანი მზადყოფნით“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ. ამის შესახებ პარტიის მიერ ...