საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გახდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და ბრალდებული დაკავებულია.