Home » მთავარი » თვითმიზანი არა არის, რამე დავმალოთ, მაგრამ არსებობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეც

თვითმიზანი არა არის, რამე დავმალოთ, მაგრამ არსებობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეც

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან დაიწყო.. როგორც ცნობილია, მხარეები სხდომაზე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. ამასტან ერთად დაიწყება მტკციებულებთა გამოკვლევა და ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა.

 როგორც დეკანოზის ადვოკატები ვარაუდობდნენ, პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის დახურვას დღესაც მოითხოვს. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე მზად არის ისაუბროს დეტალებზე, როგორ იგეგმებოდა მკვლელობა და რა იყო ამის მოტივი.

“სასამართლო სხდომაზე მოვახდენთ მტკიცებულების დემონსტრირებას, როგორ გეგმავდა დეკანოზი ანგარებით მკვლელობას. ჩვენ დღესაც მოვითხოვთ სხდომის დახურვას. მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ გიორგი მამალაძემ დანაშაული ჩაიდინა. თვითმიზანი არა არის, რამე დავმალოთ და ამის დასტურია, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებების ნაწილი. არსებობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეც. შესავალში დეტალურად ყველა მტკიცებულება უნდა მიმოვიხილოთ. ჩვენ განვიხილავთ ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებსაც” – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...