Home » მთავარი » “თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავთ”-აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები

“თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავთ”-აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში გუშინ 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. უბედური შემთხვევის ადგილას სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ცხედრის გადასვენება სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში მოხდა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ რომ , მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

დაუზუსტებელი ვერსიით ახალგაზრდა ბიჭი მდინარეში თევზაობდა, რაც შესაძლებელია დაღუპვის მიზეზი გამხდარიყო, „წყალწითელაზე, დამხრჩვალი ბიჭი სავარაუდოთ თევზაობისას დროს გარდაიცვალა“- აცხადებს შემთხვევის ადგილზე მყოფი.

-„ სავარაუდოდ, აქ  სათევზაოდ ჩამოვიდა, რომ ვთქვათ რომ, დასალევად-თქო, არ იყო მაგ ასაკის, მხოლოდ 12 წლის იყო.  თუმცა არ შეგვიხედია, რომ თევზაობდა. საუკეთესო ოჯახის შვილი, არ უნდა დამართნოდა მის დედას ასე, ეჭვი გვაქვს, რომ თევზაობისას მას ქვაზე ფეხი დაუსრიალდა და დაეცა, რაც შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო, თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავთ, რა ჰქონდა მას ამის ფასი, უყვარდა თევზაობა და ალბათ შეიწირა მისმა საყვარელმა საქმემ“ –  განაცხდა ადგილობრივმა.

14182496_310927382603482_1425880738_n 14248970_310927379270149_913694593_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...