Home » მთავარი » თვითმმართველობის წინ მრავალშვილიანი დედის შიმშილობას ქუთაისში მერია ეხმიანება

თვითმმართველობის წინ მრავალშვილიანი დედის შიმშილობას ქუთაისში მერია ეხმიანება

დავით ცხვარაძე  

ქუთაისის მერიის წინ უკვე მეორე დღეა შიმშილობს მრავალშვილიანი დედა. როგორც ირკვევა, ნანა დეისაძემ იპოთეკით დატვირთა მშობლების ბინა ქუთაისში. ვალის გადაუხდელობის გამო ის ბინიდან გამოასახლეს. ასევე ირკვევა, რომ მრავალშვილიანი ქალბატონი ქალაქ ბათუმშია რეგისტრირებული და იქ სარგებლობს შესაბამისი სოციალური დახმარებით. მოშიმშილე ქალბატონს ქუთაისის მერია ეხმიანება.

-“ნანა დეისაძე ითხოვს მისი მშობლების ბინასთან დაკავშირებით საქმის დროულ გამოძიებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამართალწარმოება აღნიშნულ საკითხზე მერიის კომპეტენცია არ არის. ჩვენის მხრიდან მისი ოჯახის წევრს, რათქმაუნდა იმას ვინც ქუთაისშია რეგისტრირებული გაეწევა ერთჯერადი მატერიალური დახმარება, რათა არსებული პრობლემის დროებით გადაჭრა მოხდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ,რომ მრავალშვილიანი დედის საკითხი არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების სპეკულირების თემა. მითუმეტეს, რომ მერიის კომპეტენციას სცდება იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემის სამართლებრივი გამოძიება.” – ნათქვამია განცხადებაში რომელიც მერიის პრესსამსახურის უფროსმა ეკა მამისეიშვილმა მოგვაწოდა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...