Home » მთავარი » „თვითმფრინავის ბიჭები“ – პირველი პროტესტი და ტრაგედია…(ფილმი)

„თვითმფრინავის ბიჭები“ – პირველი პროტესტი და ტრაგედია…(ფილმი)

1983 წლის 18 ნოემბერი -საბჭოთა ხელისუფლების წითელი ვერდიქტი! პროტესტი კომუნისტურ წყობას და თვითმფრინავის ტრაგედია…

კინომსახიობი გეგა კობახიძე,  ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი.

გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი.

თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ. ისინი 1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე დახვრიტეს!

საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა.

„თვითმფრინავის ბიჭები“  საბჭოთა წყობაზე განაწყენებული „დასავლური“ ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები იყვნენ.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...