Home » ეკონომიკა » „თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციები შეისყიდა

„თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციები შეისყიდა

„თიბისი ჯგუფისა“ და „სოსიეტე ჟენერალის“ შეთანხმების თანახმად, „თიბისი ბანკმა“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების უდიდესი ნაწილი (93,7%)  315 მილიონ ლარად შეიძინა. დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით „თიბისი ბანკი“ ბაზარზე #1 ბანკი ხდება.

-„ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში „ბანკი რესპუბლიკის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარებიან წარმატებულად გავაგრძელოთ საბანკო საქმიანობა და შევთავაზოთ კლიენეტებს საუკეთესო მომსახურება, ახლა უკვე როგორც ყველაზე დიდმა ბანკმა საქართველოში“- განაცხადა ”თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...