Home » მთავარი » „თითქოს საქართველოში სხვაგან დაწერილი პროგრამა მოქმედებს, სადაც ერის არც სულიერება და არც ფიზიკურობა ადარდებთ? მეჩვენება ვითომ?..“

„თითქოს საქართველოში სხვაგან დაწერილი პროგრამა მოქმედებს, სადაც ერის არც სულიერება და არც ფიზიკურობა ადარდებთ? მეჩვენება ვითომ?..“

დარინა ლომინაძე

„მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის“ ხელმძღვანელი

ეს ჩემი, როგორც ქალთა კონგრესის წარმომადგენლის, ქალის, დედის, ბებიის  სათქმელია, რომელსაც გული ვეღარ იტევს და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და იქნებ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი მძიმე მდგომარეობიდან თუნდაც საუბრით, ერთმანეთისთვის აზრების და შეხედულებების გაცვლით…

ნათქვამია-„მოყვარეს პირში უძრახეო…“ და მეც თავს მივცემ უფლებას და ვიტყვი “საქართველო არ შემდგარი სახელმწიფოა”, _სადაც , საშუალო ფენა არ არსებობს! _სადაც უმუშევართა ზღვარი პიკს “აღწევს”! _სადაც,სოციალურად დაუცველი ოჯახების პროცენტულობის მაღალი მაჩვენებელია! _სადაც,უსახლ-კაროდ დარჩენილი მოსახლეობის მოვლა-პატრონობას ვერ ახერხებენ! _xxI-ე საუკუნეში,ზოგიერთ სოფლებში ხალხი უწყლოდაა!

ქვეყანაა, სადაც,ბანკები თაღლითურად გზას უბნევენ გაჭირვებულ ხალხს! _სადაც,არ ფასობს სიბრძნე! _სადაც, წინაპართა დღემდე მოტანილ ისტორიას ფეხით თელავენ!

ქვეყანა, სადაც,დემოგრაფიული საკითხები უყურადღებოა! _სადაც შექმნილი სიდუხჭირე ოჯახებს ხლეჩს,შვილები მშობლებს ცილდებიან და სხვა ერის მოსამსახურეები ხდებიან.(ვნატრობ,ის დღე დადგეს,როდესაც “ისინი”ჩვენი მოსამსახურეები გახდებიან…)

…და რამდენი მსგავსი საკითხით ,რითაც ერს დაგვცინიან!!!

გასაკვირია,როგორ არის საქართველო ევროპის დონის ქვეყანა? _აქაც გვატყუებენ!

ამ ერთიციდა ქვეყნის და მოსახლეობის მოვლა-პატრონობას თუ ვერ ახერხებენ ე.ი ან გამოშტერებული ხარ ან სხვისი დაწერილი პროგრამით ხელმძღვანელობ იძულების წესით, სადაც ხალხი არ ადარდებთ! სულიერად და ფიზიკურად ერი დააკნინეს და გააუბედურეს.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უკვე 86, 497 ფსიქიკურად აშლილი პაციენტი ჰყავს.მათი მკურნალობისთვის 1,380 საწოლია გამოყოფილი…

რომელ საკითხსაც არ უნდა შევეხო,ყველგან კონსტიტუციაში ჩადგმულ პროფესიონალ “თაღლითს “ვაწყდები,მხოლოდ ცალმხრივად ნაფიქრი კანონი რომ კანონობს დევიზად “ხალხის განადგურება”,კანონები საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.

ბანკები და იპოთეკარები დღეს ერთ-ერთი ურთულესი და ბინძური თემაა,ბანკები დღემდე თაღლითურ გზას იყენებენ ხალხის დასაბნებად,რეკლამებითა და მობილურის SMS_ით აკლებულია ხალხი.ამ პატარა ქვეყანას რად უნდა ამდენი ბანკი თუ უცხო ქვეყნებიდან ფულის გასათეთრებლად არ იყენებენ?ეს თემა ცალკე საკითხადაა განსახილველი ,რომელსაც აუცილებლად დაწვრილებით შევეხებით.

ამ ეტაპზე მინდა ყველა პრობლემას დოზირებულად შევეხო :

-სკოლებსა და ინსტიტუტებში აღზრდისა და სწავლის პროგრამა სერიოზულ ყურადღებას!

-საუბედუროდ ხალხი დაყოპილია მდიდრებად და ღარიბებად. მდიდრების მიერ დაქირავებულ მუშა ხელს სამუშაო მძიმე აქვთ,ხელფასი კი ცოტა.

-ჯანდაცვის სფერო კარგადაა გადასახედი, ისე რომ არ გამოვიდეს-პილპილმოყრილი მადლიო, რადგან უამრავი ადამიანი ვიცი,საყოველთაო დაზღვევას მხოლოდ ტერაპევტის ,საერთო ანალიზების გარდა ვერაფერში იყენებენ. მაგ შემთხვევაშიც შემდეგ ეტაპზე ვეღარ გადადიან_აქ უკვე ფულია სჭირო.თუ წამალს იყიდი ან კომუნალურს ვეღარ გადაიხდი,ან საჭმელს ვეღარ შეჭამ. ექიმებიც ქსელურ მარკეტინგზე ქულების დასაგროვებლად,ბევრს და იაფიანს ან ცოტას და ძვირიან წამლების რეცეპტებს ცნობის ფურცლებივით არიგებენ.მესმის ექიმების,მაგრამ ჯანდაცვას თუ ესმის პაციენტისა და ექიმის?

გგონიათ ამ ყველაფერს ზერელედ ვწერ? სამწუხაროდ არა, ბატონებო და ქალბატონებო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ:

39 წლის ახალგაზრდა ქალს თავის ძლიერი ტკივილები აწუხებს, ქ-ნი მადონა უმაღლესი განათლებითაა , დამთავრებული აქვს თბილისის სახელწიფო კონსერვატორია,ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ცხოვრობს 12 კვ.ნაქირავებ ბინაში, დედა 17 წლის ასაკში გარდაეცვალა,მამამ რუსეთში სხვა ოჯახი შექმნა, მეუღლეს ლოთობის გამო 4 წელია გაცილებულა,უფროსი შვილი 9 წლის ხდება,უმცროსი 7 წლის.ქალის  შემოსავალი ერთჯერადი  პარკების გაყიდვით მიღებული თანხაა. მადონა სამსახურს თავისი პროფესიით ეძებდა ,სადაც მივიდა,იქედან თითქოს დარიგებულები ყველა ერთნაირი პასუხით ისტუმრებდა:

_რას ამბობთ ქალბატონო,სად არის ხელფასები ვიღას უნდა მუსიკის სწავლა, ჩვენც ვინც ვმუშაობთ ძლივს გაგვაქვს თავიო.

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი_დღე უარესდება, ნელ_ნელა სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს,მაგალითად:უცაბედი გულის წასვლები,ძლიერ თავის ტკივილთან ერთად უცაბედი კანკალი. საყოველთაო დაზღვევის გამოყენებით , ვაი_ვაგლახით შეკოწიწებული 30% ექიმთან ვიზიტში გადაიხადა. შემდეგ თავზე სურათის გადაღება მოთხოვეს სწორი დიაგნოზის დასადგენად,რომელიც 180_დან 250 ლარი ღირს,საწყალს არც სოციალური დაუნიშნეს ,რადგან უმაღლესი განათლებითაა და ცელოფნის პარკების გაყიდვით შემოსავალი აქვს.ხშირ შემთხვევაში პაციენტს ესაჭიროება ექოსკოპიები,რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. მსგავს შემთხვევაში პაციენტების უმრავლესობა ისე იქცევა, როგორც ქალბატონი მადონა მოიქცა.მან შეწყვიტა ექიმთან ვიზიტი თანხის უქონლობის გამო და დღეს ის გართულებული მდგომარეობით სიკვდილს ელოდება.

მინდა სერგეენკოს მივმართო-ბატონო მინისტრო! საყოველთაო დაზღვევა თავის საქმეს დადებითად აკეთებს,უმორჩილესი თხოვნაა,ჯანდაცვის საკითხები უფრო დაიხვეწოს, ვინაიდან გათვალისწინებულ იქნას თქვენივე ბაზაში არსებული სოციალურად დაუცველთა ციფრი და ისიც, ვინც სოციალურად დაუცველი არ არის და გაჭირვებულია.დარწმუნებული ვარ იცით დღევანდელი და არა მარტო დღევანდელი ,წლების მანძილზე შექმნილი ეკონომიკური სიდუხჭირე,მხოლოდ ემატება და ემატება ღატაკი და გაჭირვებული ოჯახები.

სამწუხაროდ 25 წელია არ ამართლებს სახელმწიფო პროგრამა,რომელიც მთლიანად შესაცვლელია.ხელისუფლებაც და მათ შორის მინისტრები ვალდბულები ხართ მოსახლეობას შეუქმნათ უზრუნველყოფილი პირობები და არ აიძულოთ,არ უბიძგოთ ქალაქის იძულებული დატოვება,ოჯახების მიტოვება და უცხო მიწაზე ისევ კაპიკებისთვის შრომა და გამართლების უფლისთვის თხოვნა…

Facebook Comments
x

Check Also

ქართული ანბანი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ დამწერლობებს შორის მე-3 ადგილზეა

მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ...