Home » მთავარი » „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს -,,ცესკოს“ თავმჯდომარის განცხადებით
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

„მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონში მოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე – მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკომ საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე პრეწველები ჩვენი სამშობლო საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაავალა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო წინგადადგმული ნაბიჯი…”

გუგული მაღრაძე: „პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი  იყო  წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც  დაიმსახურა დადებითი შეფასება საერთაშორისო საზოგადოებისგან“   ...