Home » მთავარი » “თუკი ასე გაგრძელდა ე.წ. კუნთების თამაშით, ეჭვი მაქვს, არ იქნება სახელმწიფოსთვის კარგი“

“თუკი ასე გაგრძელდა ე.წ. კუნთების თამაშით, ეჭვი მაქვს, არ იქნება სახელმწიფოსთვის კარგი“

პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგელებს სურთ, პირადად პრეზიდენტისგან მოისმინონ მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ოპოზიცური პოლიტიკური პარტიების მსგავსად, არ იზიარებს იმ ცვლილებათა პროექტს, რომელიც მმართველმა გუნდმა შეიმუშავა.

„ჩვენთვის საინტერესოა მისი მოსაზრებები უკვე კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით და არა ზოგადად სახელმწიფო მოწყობასთან და მის შეხედულებებთან დაკავშირებით. ეს არ არის ფართო კონსესუსის პროდუქტი. თუკი ასე გაგრძელდა პროცესი, ე.წ. კუნთების თამაშით, ეჭვი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ასევე დასრულდება პროცესი, რაც არ იქნება სახელმწიფოსთვის კარგი“ – განაცხადასაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ლევან ალაფიშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...