Home » მთავარი » „თურმე იმ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ენმ-დან“

„თურმე იმ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ენმ-დან“

ემნ-ის სახლით, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ პარტია ყველა სამართლებრივ ბერკეტს მიმართავს და მთავარი სამართლებრივი ბერკეტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

-„ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველდღიური პროცედურული ხრიკებით მოწმეები ვართ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების სიყალბის. გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან და კანონმდებლობიდან, ისინი ვერ განახორციელებენ ამ ქმედებებს. მათ მოუწევთ ამ ფრაქციის დატოვება და ახალი ფრაქციის შექმნა. ის ფრაქცია, რომელშიც დღეს არიან, არისნაციონალური მოძრაობისფრაქცია. გუშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებთან, მათ განაცხადეს, რომ თურმე ამ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულანნაციონალური მოძრაობიდან”. ვურჩევ მათ, რომ ეს ენერგია და რესურსები გამოიყენონ არანაციონალური მოძრაობისწინააღმდეგ, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. ეს ბერკეტები არის ინფორმაციის მიწოდება, წერილებით მიმართვა შესაბამისი კომიტეტისთვის და ბიუროსთვის. მთავარი სამართლებრივი ბერკეტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი”- განაცხადა მინაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...