Home » მთავარი » თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

თურქეთის არმიამ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას თურქეთის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო სწავლება სილოპისა და ჰაბურის რაიონებში დაიწყეს. წვრთნების პარალელურად რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის ოპერაცია მიმდინარეობს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 25 სექტემბერსაა დანიშნული. ერაყელი ქურთების გადაწყვეტილებას რეგიონის ქვეყნების ნაწილი, თურქეთი და ირანი, ასევე არაბული სახელმწიფოების ლიგა ეწინააღმდეგება.

 

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...