Home » მთავარი » თუშეთში წყლის დონის აწევის გამო ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია

თუშეთში წყლის დონის აწევის გამო ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია

თუშეთში წყლის დონემ ისევ აიწია. გზის 56-ე კილომეტრზე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია. როგორც  კომპანია ,,გერალის” გენერალურმა დირექტორმა, ტარიელ წიკლაურმა განაცხადა, ამ ეტაპზე წყლის მასა 3-დან 8 მეტრამდეა გაზრდილი.

,,ეს ყველაფერია გამოწვეულია ლოდების გამო, რომელიც წუხელ კლდიდან მოწყდა და წყლის დონის აწევა გამოიწვია. ველოდებით სპეციალისტებს, რათა ტერიტორიის აფეთქება მოხდეს, რომ წყლის მოცულობა შევამციროთ და საავტომობილო მოძრაობა აღვადგინოთ.ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც”,- განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც თითქმის 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.

გაწმენდითი სამუშაოების დროს კი შპს ,,გერალის” თანამშრომელი, 54 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

Facebook Comments
x

Check Also

ჯაფარიძე “პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება”

პარლამენტში დეპუტატები უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ პირობით თუ ისინი უნდობლობას უცხადებენ მთავრობას და ინიშნება ვადამდელი ...