Home » მთავარი » “თუ არაფერი იღონეს, ცეცხლი სოფელში ჩამოვა და ყველაფერი დაგვეწვება“-ხალხი დაბნეული და შეშინებულია

“თუ არაფერი იღონეს, ცეცხლი სოფელში ჩამოვა და ყველაფერი დაგვეწვება“-ხალხი დაბნეული და შეშინებულია

სოფელ დაბაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მათი თქმით მდგომარეობა რთულდება, ქარი ძლიერდება, თუმცა ევაკუაციის აუცილებლობას ვერ ხედავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე. მინისტრი ამბობს, რომ თუ აუცილებლობა იქნება მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება.

„ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ დგას. თუ გაჩნდება ეს საშიშროება, აუცილებლად განვახორციელებთ ევაკუაციას. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე არსებული სამაშველო ჯგუფები მოსახლეობის ევაკუაციას შეძლებენ. შეიქმნა საგანგებო შტაბივ“-აცხადებს ალავიძე.

მოსახლეობა კი ქუჩაშია გამოსული, ხალხი დაბნეული და შეშინებულია.

-თუ არაფერი იღონეს, ცეცხლი სოფელში ჩამოვა და ყველაფერი დაგვეწვება“-ამბობენ ადგილობრივები.

ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ წუთებში სტიქიის ადგლას მხოლოდ ცოცხალი ძალაა დარჩენილი, ვერტმფრენები კი დილის 6 საათიდან გააგრძელებენ მუშაობას.

Facebook Comments
x

Check Also

გთხოვთ, ბატონი ელისაშვილის და „გირჩის“ ნაწილის მიმართ სიტყვა ოპოზიცია აღარ იხმაროთ – აკაკი ბობოხიძე

ძალიან გთხოვთ, რომ სიტყვა ოპოზიცია აღარ იხმაროთ ბატონი ელისაშვილის და ასევე „გირჩის“ ნაწილის მიმართ, – ...