You are here
თუ გაინტერესებთ თქვენი წარმომავლობა-ქართული გვარები-პრობლემები და ვინ ვინ არის?.. ბლოგი მთავარი 

თუ გაინტერესებთ თქვენი წარმომავლობა-ქართული გვარები-პრობლემები და ვინ ვინ არის?..

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი

მე-19 საუკუნეში საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობის დამყარების შემდეგ საქმის წარმოება 90 %-ზე მეტი რუსულ ენაზე იყო. თუ ქართველი ადამიანი ან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი თუ ბერძენი სახელმწიფო სამსახურში მუშაობას დაიწყებდა, მისი გვარი რუსული დაბოლოებით იყო ჩაწერილი ყველა საბუთში და პირადობის მოწმობაც ასეთი ეძლეოდათ.

უდიდესი ისტორიკოსი, დიდი პატრიოტი და სახელმწიფო მოღვაწე, კავკასიაში პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის დამაარსებელი – ივანე ჯავახიშვილი, საბუთებში ყველგან ეწერა ივანე ჯავახოვი, მისი წიგნები იბეჭდებოდა და თითქმის ყველგან ეწერა ავტორად ივანე ჯავახოვი. 1918 წლამდე ივანე ჯავახიშვილს ყველგან ასე მოიხსენიებდნენ. ასე იყვნენ ერისთავები-ერისტოვები, ავალიშვილები-ავალოვები, სუმბათაშვილები-სუმბატოვები და ა.შ. 1918 წლიდან და შემდეგ 20-იან წლებში ბევრმა დაიბრუნა საქართველოში და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში მცხოვრებმა ქართველებმა თავიანთი ქართული გვარები.

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გართულდა თავიანთი ნამდვილი გვარების დაბრუნების საკითხი და ძალიან ბევრმა 1990 -იან წლებში დაიბრუნა.

უძველესი დროიდან კავკასიაში ძალზე ახლობლობდნენ ქართველები და სომხები. ორივე ერს კაცის თუ ქალის სახელებში ბევრი საერთო სახელი ჰქონდათ. მაგალითად სუმბატი, არშაკი, აბრამი, ადამი, ისაკი, დავით, ალექსანდრე და მრავალი სხვა. შემდეგ ეს სახელები გვარებში გადავიდა:
აბულაძე-აბულიან
ავთანდილაშვილი-ავთანდილიან
აზარიაშვილი-აზარიან
ალექსანდრია-ალექსანდრიან
დავითაშვილი-დავითაია-დავითიან
აზნაურაშვილი-აზნაურიან
აბრამიშვილი-აბრამია-აბრამიძე-აბრამიან

საქართველოში, მაგალითად ქართული გვარები რაჭაში „ისაკაძე“, ქართლში „სააკაძე“ და „სააკაშვილი“ წარმოიშვა „ისაკ“ სახელისგან, ხოლო სომხეთში გვარები „ისაკიან“ და სააკიან“.

რუსეთის შემოსვლის შემდეგ ქართველი „ისაკაძე“ და სომეხი „ისაკიან“ ორივე ისაკოვად დაწერეს, ქართველი „სააკაძე“ „სააკაშვილი“ „სააკოვად“, ხოლო სომეხი „სააკიან“-იც სააკოვად. ადრეულ მე-16 და მე-17 საუკუნეებში თურქების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, სადაც არ მოქმედებდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები და მოქმედებდა სომხური ეკლესიები ხდებოდა ქართველების სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადაყვანა- „გასომხება“.

„სომხური გრიგორიანული ეკლესიის მსახურებმა შეძლეს მარტო ქართლში სომხის რჯულისათვის დაეკავშირებინათ /გაესომხებინათ/ 120 სოფელი, ხოლო კახეთში 80 სოფელი. ХVІІІ საუკუნეში სუფ ნიშანის ეკლესიის სომეხმა მღვდელმა 20 წლის განმავლობაში 500 ქართველს შვილები მოუნათლა სომხურად, ხოლო ნორო შანის ეკლესიის წინამძღვარმა 1740-1770 წლებში თბილისში სომხურად განათლა 1000-მდე ქართველი“.
/ჟურნალ „ჰოროსკოპ + რევიუ“ შოთა თეთვაძე, ოთარ თეთვაძე/.

სომეხი მღვდლები გრიგორიანულად რომ ნათლავდნენ ქართველებს სახელებს სომხურს არქმევდნენ და სარწმუნოების მიხედვით ეროვნებასაც „სომეხს“ უწერდნენ საეკლესიო საბუთებში. შემდგომში მათი შვილებიც სომხებად იწერებოდნენ და თუ მუშაობას ან სწავლას დაიწყებდნენ პასპორტებიც საეკლესიო საბუთების მიხედვით ეძლეოდათ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 1991 წლიდან ძალზე ბევრმა წარმოშობით ქართველმა დაიბრუნა თავისი ისტორიული გვარი და ეროვნება. მათი უმრავლესობა სომხებად იყო დაწერილი. თავიანთი ისტორიული გვარები და ეროვნება დაიბრუნეს ასევე ბერძნებად, ოსებად, რუსებად, აფხაზებად, აზერბაიჯანელებად და სხვა ეროვნებებად დაწერილებმაც.

რა ხდება ძველი ქართული გვარის „ბარნაველის“ ირგვლივ?

მე-19 საუკუნეში საბუთებში დაეწერნენ რუსული დაბოლოებით „ბარნოვებად“ და დღესდღეობითაც არ დაუბრუნებიათ თავიანთი ძველი ქართული გვარი და ატარებენ გვარს „ბარნოვ“-ს. არც ფიქრობენ რომ დაიბრუნონ თავიანთი ნამდვილი გვარი. მათ ეროვნებად, რა თქმა უნდა ქართველი უწერიათ.

დღეს რა ხდება საქართველოში? ქართველი რომლის გვარი იყო „სიმონიშვილი“ და მე-19 საუკუნეში საბუთებში ჩაეწერა „სიმონოვი“ და სომეხი, რომლის გვარი იყო „სიმონიან“ და მე-19 საუკუნეში ჩაეწერა „სიმონოვი“ ორივემ მე-20 საუკუნეში დაიბრუნეს თავიანთი გვარები – ქართველმა „სიმონიშვილი“, სომეხმა -„სიმონიან“. არა და შეიძლება ადრეულ წლებში ან საუკუნეებში ის „სიმონიანიც“ სიმონიშვილი იყო.

ახლა ზოგიერთი სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების პიროვნებები ერთმანეთს როდესაც ექიშპებიან ასეთ რამესაც კადრულობენ, როდესაც მოწინააღმდეგეს ეუბნებიან, რომ შენ სიმონიშვილი კი არ ხარ სიმონიანი ხარ, რადგან ბაბუაშენის საფლავის ქვას „სიმონოვი“ აწერიაო ???!! შედით ძველ ქართულ ეკლესიებში და ნახავთ მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში დასაფლავებულ დიდგვაროვანთა საფლავის ქვას რუსულად აწერია „ბარათოვი“, „ავალოვი“, „ერისტოვი“ და ა.შ. რა გასაკვირია, რომ ამ დროს დასაფლავებულს, ქუთაისში თუ თელავში საფლავის ქვაზე „ამირანაშვილს“ ან „ამირიძეს“ „ამიროვი“ ეწეროს?

ისე საინტერესოა საიდან წარმოიშვა გვარი „ფრანგიშვილი“ – ფრანგიდან?
__ „რუსიშვილი“, „რუსია“, „რუსაძე“ – რუსულიდან?
__ „თათარაშვილი“ – თათრიდან?
__ „ჩერქეზიშვილი“ – ჩერქეზიდან?
__ „ლეკიშვილი“ – ლეკიდან?
__ „აბრამიშვილი“, „აბრამიძე“ – აბრამიდან?
__ „სომხიშვილი“ – სომხიდან?
მაშინ საიდან წარმოიშვა
__ „ვეფხვაძე“ – ვეფხვიდან?
__ „მდინარაძე“ – მდინარიდან?
__ „წიწილაშვილი“ – წიწილიდან?
__ „მელაშვილი“, „მელია“, „მელაძე“ – მელიადან?
__ „ღვინიაშვილი“ – ღვინიდან?

ქართული გვარების საკითხებზე ერთ-ერთი პიროვნება მუშაობდა ძალზე დიდხანს და ძალზე პრიმიტიულად და თითქმის ამ დონით არკვევდა ქართული გვარების წარმოშობის ისტორიას. ამ პიროვნებამ ქართულ გვარებზე ტომეულებიც გამოსცა და არავინ არ გამოჩნდა ქართულ მეცნიერებაში რომ სწორ გზაზე დაეყენებინა ამ საკითხის კვლევა.

აჭარაში, მესხეთ-ჯავახეთში და სხვაგანაც ბევრს ჰქონდა მუსლიმანური გვარები და თითქმის ყველამ დაიბრუნა თავიანთი წიანპრების გვარები. ახლა თურქეთის სახელმწიფოში ქართულ მიწებზე ტაო-კლარჯეთში, ლაზეთში მარტო 300-400 წლის წინანდელ კი არა 100-150 წლის წინათ აჭარიდან გადასახლებულებსაც თურქული გვარები აქვთ. ირანული გვარები აქვთ 400 წლის წინათ შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადასახლებულ ქართველებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შემოინახეს თავიანთი დედაენა – ქართული.

შესანიშნავ, დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი, რექტორის ბატონ სერგო ვარდოსანიძისა და პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით. მათ უნივერსიტეტში ყოველწლიურად ჩამოჰყავთ ირანიდან ახალგაზრდები და ერთწლიან კურსებზე ასწავლიან ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიის საკითხებს. ამ ძალზე დიდ პატრიოტულ საქმეში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საპატრიარქო და ირანში მცხოვრები მეცნიერი, პროფესორი ფერეიდნელი შესანიშნავი ქართველი საიდ მულიანი, რომელმაც ფერეიდანში ქართული სკოლა გახსნა.

აზერბაიჯანული გვარები აქვთ საინგილოში მცხოვრები ქართველების ერთ ნაწილს და საჭიროა უფრო მეტად გააქტიურდეს და სისტემატური ხასიათი მიეცეს საინგილოში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას. ამაში აქტიურად უნდა ჩაერთოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები.

საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მეფეებისაგან პიროვნებებს ეძლეოდათ წოდებები: ერისთავი, თავადი, აზნაური; ეძლეოდათ ასევე სამსახურები, თანამდებობები, რომლებიც შემდეგ ხშირად მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე. ეს თანამდებობები იყო ვთქვათ „სახლთუხუცესი“, „მეჯინიბეთუხუცესი“, „მეღვინეთუხუცესი“, „მეჭურჭლეთუხუცესი“ და ა.შ. შემდგომში ესენი ზოგიერთს გვარად დარჩა. მეფეს ან თავადს შეიძლება გლეხისთვის აზნაურობა ან შემდეგ თავადობა რომ მიენიჭებინა ის მხოლოდ იმ პიროვნებას ეძლეოდა და შემდეგ შვილზე და შვილიშვილებზე გადადიოდა, მაგრამ მისი ძმები და დები გლეხებად რჩებოდნენ.

ქუთაისელი მეცნიერის მერაბ კეზევაძის წიგნში „ქართული გვარ-სახელები იმერეთში“ მე-19 საუკუნის 40-იანი წლების იმერეთის მოსახლეობის დოკუმენტური მასალებია რაიონებისა და სოფლების მიხედვით.
ვანის რაიონის სოფელ ბზვანში ცხოვრობენ აზნაურები: ერისთავები, კაჭკაჭიშვილები, ლორთქიფანიძეები, ჩხეიძეები და ნეფარიძეები. ხოლო საბატონო გლეხებია: ერისთავები, მესხები და სხვები.
ხარაგაულის რაიონის სოფელ მაქათუბანში აზნაურებია: აბაშიძე და გამცემლიძე, სახელმწიფო გლეხია ჩხეიძე, ხოლო საბატონო გლეხია შერვაშიძე.

ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინში თავადია აბაშიძე, ხოლო გურიელი გლეხია, აზნაურია ჩინჩალაძე, ხოლო ჯაფარიძე საბატონო გლეხია. ზესტაფონის რაიონში სოფელ სვირში სახელმწიფო აზნაურია კიკნაძე, ხოლო სახელმწიფო გლეხია ამირეჯიბი. იგივე ზესტაფონის რაიონის სოფელ საწაბლეში სასულიერო პირებია გაჩეჩილაძე და ღამბაშიძე, ხოლო სახელმწიფო გლეხია ერისთავი.

ქუთაისში თავადებია: აბაშიძე, ერისთავი, მაჭავარიანი, წერეთელი, წულუკიძე. სახელმწიფო აზნაურებია: აბულაძე, არჯევანიძე, იოსელიანი, ნიკოლაძე, ფალავანდიშვილი, ფიფინაშვილი, წერეთელი, ჭიჭინაძე, ჯაიანი. სახელმწიფო გლეხებია: კოსტავა, მასხარაშვილი, ქუთათელაძე. საეკლესიო გლეხებია: იაშვილი, სულაძე, წიგნაძე. საბატონო გლეხებია: განუგრავა, დვალიშვილი, ჩხენკელი.

მე-19 საუკუნეში ერთი ცნობილი პიროვნება იყო გვარად აშორდია, რომელიც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ ხალხს უკეთებდა თავადის ან აზნაურის დამამტკიცებელ სხვადასხვა მეფეების მიერ ვითომ გაცემულ ყალბ სიგელ-გუჯრებს. შემდგომში ამ „თავად-აზნაურებს“ ხალხი დაცინვით „აშორდიას აზნაურებს“ ეძახდა.
მე-20 საუკუნეში არა, მაგრამ 21-ე საუკუნეში თურმე საქართველოში გამოჩენილა „ახალი აშორდია“, რომელსაც უკვე დაუწყია დღევანდელ საქართველოში არა მარტო „ახალი თავადების“ არამედ „გრაფების“ და „ლორდების“ წოდებების დარიგება. უკვე 12 გვარისთვის მიუცია თავადების თუ გრაფების წოდებები და 2016 წლის ბოლოსთვის გეგმით 150-ზე უნდა ავიდნენ და პრეზენტაციასაც მოაწყობენ.

ყველაფერი ძალიან კარგია! რადგან საქართველოში ჯერჯერობით მრეწველობა და სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს, ყველგან ყველაფერი გაჩერებულია, ახალი თუ რამე შენდება ან კეთდება არავინ არაფერი ჯერ არ იცის და ხალხი დროებით რაიმეთი ხომ უნდა გაერთოს?

სააკაშვილმა ყველა ინსტიტუტში და უნივერისტეტში ყველა მასწავლებელს, უფროს მასწავლებელს, დოცენტს, მეცნიერების კანდიდატს თუ მეცნიერების დოქტორს, არა აქვს მნიშვნელობა ის სასწავლებელი ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებელი იყო და ახლაც იმ დონისაა თუ არა ყველას დაურიგა წოდება „პროფესორი“. ამიტომ „ახალმა აშორდიამ“ ყველა მილიონერს, ყველა ბანკირს უნდა მიანიჭოს თავადის ან გრაფის წოდება და რა მოხდა „აშორდიას ფონდში“ თუ რაღაც „გროშებს“ ჩარიცხავენ?

ქართული გვარების ზუსტი რაოდენობა 25 000-ზე მეტია. ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია:
1. ბერიძე – 24 797
2. კაპანაძე – 18 550
3. გელაშვილი – 17 995
4. მაისურაძე – 16 516
5. გიორგაძე – 16 582
6. კვარაცხელია – 13 618
7. ლომიძე – 12 949
8. შენგელია – 12 764
9. წიკლაური – 12 499
10. ხუციშვილი 11 062
ყველაზე მცირე რაოდენობის გვარებია:
1. ჟოლიძე – 43 კაცი
2. ღოღოძე – 26 კაცი
3. ჟურული – 66 კაცი
4. ჟუჟუნაძე – 77 კაცი
5. რიმნისთაველი – 27 კაცი
6. ქურციძე – 34 კაცი
7. რიონიძე – 40 კაცი
8. მცურავიშვილი – 27 კაცი
9. ურჯუმელიძე – 39 კაცი
10. ქანცლიანი – 32 კაცი
საქართველოს ისტორიული გვარებია:
1. ბაგრატიონი – 427 /ხელვაჩაურის რაიონში 140, ქობულეთის რაიონში 135, თბილისში 75, თერჯოლაში 5, ესპანეთში 7/.
2. მუხრანელი – 45
3. ერისთავი – 854 /თბილისი 399, ქუთაისი 128, ვანი 103/.
4. ორბელიანი – 28 /თბილისი 16, ქარელი 8, თელავი 2/.
5. დადიანი – 1143 /თბილისი 284, სენაკი 241, ზუგდიდი 204/.
6. დადეშქელიანი – 88 /მესტია 42, ზუგდიდი 14, თბილისი 13/.
7. შერვაშიძე – 1092
8. გურიელი – 160
9. ჯაყელი – 1465
10. ჭავჭავაძე – 787 /თბილისი 273, მცხეთა 117, გორი 92/.
11. წერეთელი – 3992 /თბილისი 1491, ჭიათურა 828, ქუთაისი 269/.
12. ჯუღაშვილი – 36 /თბილისი 30, ბოლნისი 1, მოსკოვი 6/.
13. ჟორდანია – 648 /თბილისი, ლანჩხუთი/.
14. შევარდნაძე – 515 /თბილისი, ლანჩხუთი/.
15. გამსახურდია – 895 /თბილისი, აბაშა, ზუგდიდი/.
16. სააკაშვილი – 526 /თბილისი 155, მცხეთა 98, ახმეტა 77/.
17. ივანიშვილი – 485 /თბილისი, საჩხერე, ჭიათურა/.

ყველაზე გავრცელებული სახელებია:
მამაკაცები
1. გიორგი – 147 454
2. დავითი – 76 051
3. ზურაბი – 49 785
4. ალექსანდრე – 42 715
5. ლევანი – 41 851
6. მიხეილი – 35 681
7. თამაზი – 31 825
8. ირაკლი – 30 831
ქალები
1. თამარი – 100 658
2. ნინო – 92 937
3. მაია – 49 131
4. ნანა – 45 088
5. მარიამი – 43 698
6. მანანა – 38 421
7. მარინა – 37 782
8. ქეთევანი – 37 558

საზიარო სახელები ქართულში
1. გიული /ქალი – 3584, მამაკაცი – 918/.
2. გულიკო /ქალი – 3630, მამაკაცი – 319/.
3. გუგული /ქალი – 4306, მამაკაცი – 606/.
4. დოდო / ქალი – 6530, მამაკაცი – 163/.
5. იმედა /ქალი – 2819, მამაკაცი 3356/.
6. სულიკო /ქალი – 3803, მამაკაცი – 4630/.
7. ჩიტო /ქალი -742, მამაკაცი – 199/.

უცნაური სახელები საქართველოში
1. დე გოლი -5
2. ენგელსი – 26
3. გრომიკო – 5
4. მარქსი – 8
5. ნერუ – 3
6. ნიუტონი – 20
7. ნობელი – 6
8. პუშკინი – 9
9. სერვანტესი -23
10. მარშალი – 3
11. მებრძოლი – 1
12. ატომი – 10
13. ლორდი – 10
14. გრაფი – 47
15. ნაჩალნიკი – 5
16. მგოსანი – 6
17. მარლენი – 797 /მარქს-ლენინი შემოკლებით/
18. მელსი – 79 /მარქსი, ენგელსი, ლენინი, სტალინი პირველი ასოებისგან შედგენილი/
19. ლესტალბერი – 49 /ლენინი – სტალინი – ბერია/
20. ჯუსტალი /ჯუღაშვილი – სტალინი/
21. სტალინი – 18
22. ცელინა – 36
23. პარიზი – 4
24. პელე – 1

ქართული გვარების ძირითადი დაბოლოებებია:
ძე———- ია———- ავა———- ური———- ში———- ელი
შვილი——- უა—— იანი—— აიძე—— ყვა

არიან ასეთი გვარები
1. მოწყობილი
2. შეწირული
3. წილოსანი
4. ღლონტი
5. ჟღენტი
6. კალატოზი
7. მენაბდე
8. მებადური
9. მუჯირი
10. ჩანადირი
იმრავლოს ყველა ქართულმა გვარმა და გაძლიერდნენ!

Comments

comments

Related posts