Home » მთავარი » თუ რამეს ჩავწერთ საკუთარ კონსტიტუციაში, არავინ არანაირი სანქციით არ გვემუქრება, თავისი ყოფნის ყველას!…

თუ რამეს ჩავწერთ საკუთარ კონსტიტუციაში, არავინ არანაირი სანქციით არ გვემუქრება, თავისი ყოფნის ყველას!…

სოსო მანჯავიძე

-უცნაურ მოსაზრებებს გამოთქვამენ ხოლმე სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით.

თურმე,ნუ იტყვით და კონსტიტუციაში ასეთი ამკრძალავი ნორმის გაჩენა გაანაწყენებს ვენეციის კომისიას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დარღვევა იქნება.
ჯერ ერთი, არათუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას,არამედ ევროკავშირის წევრობააც არ შეუქმნია წინააღმდეგობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის შემოეღოთ მრავალწლიანი აკრძალვები თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვაზე.

გარდა ამისა,თუ ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დათმობას გვაიძულებს მისი ფასი ის ქაღალდიც არ უნდა იყოს ჩვენთვის,რომელზეც ის წერია.

სასაცილო იქნებოდა დაგვეთმო ჩვენი მიწა-წყალი ვენეციის კომისიის შესაძლო განაწყენებისა და ევროკავშირის რომელიღაც ჩინოსნის ასევე შესაძლო განცხადების შიშით.

მითუმეტეს როცა არც არავინ გვაიძულებს არაფერს.

თავისი გაჭირვება ჰყოფნის დღეს ყველას და არავინ არანაირი სანქციებით არ გვემუქრება იმის გამო,თუ რამეს ჩავწერთ საკუთარ კონსტიტუციაში.

Facebook Comments
x

Check Also

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპენსიო ფონდის დირექტორის ,თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

მარიამ ახალკაცი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპენსიო ფონდის დირექტორის, ლევან სურგულაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ასე ეხმაურება ...