Home » მთავარი » თუ ჰოლივუდი არ მოვა მათთან, ისინი ჩავლენ ჰოლივუდში – “არგოს” მსახიობები

თუ ჰოლივუდი არ მოვა მათთან, ისინი ჩავლენ ჰოლივუდში – “არგოს” მსახიობები

ფოთის  საბავშვო თეატრარგოს“  საზოგადოება უკვე იცნობს, დღეს გვინდა ის პატარა მსახიობები გაგაცნოთ, ასე რომ აღგაფრთოვანებენ სცენაზე გამოჩენის დროს.

ვინ არიან და რაზე ოცნებობენ ეს პატარა ადამიანები?

 თათია თოდუა-უნდა იყოს მხატვარი, მარი გვარამია კი აპირებს გაჰყვეს თეატრს და ცნობილი მსახიობი გახდეს. სალომე ქარაია  თავის თავს მედიცინაში ხედავს. მას უნდა გახდეს პედიატრი, იქამდე კი გოგონები „არგოს“ მსახიობები არიან, თეატრის ცხოვრებით ცხოვრობენ და ბედნიერნი არიან მაყურებლის აპლოდისმენტების მოსმენის დროს.

1%e1%83%a2

თორნიკე უბირია და გიორგი ჯამბურია მსახიობობაზე ოცნებობენ.

2%e1%83%a2

თომა კვარაცხელიას ორი პროფესია აქვს არჩეული, უნდა გახდეს მსახიობიც და ექიმიც. მისი სურვილია არც ერთი მსახიობი არ გახდეს ავად და თუ მაინც რაიმე გაუჭირდებათ, თორნიკე უფასოდ უმკურნალებს და მსახიობებსაც ფული არ დაეხარჯებათ. თომას ბევრი მეგობარი ჰყავს და ყვარს მათთან ყოფნა.

3%e1%83%a2

მართა ქვარცხავას უნდა პროფესიონალი მომღერალი გახდეს, სესილი კვირკველია და ელისაბედ სიჭინავა კი მსახიობობაზე ოცნებობენ, წარმოდგენილიც კი აქვთ, უკვე ცნობილი მსახიობები როგორ დადგებიან სცენაზე, სადაც ფეხი აიდგეს.

4%e1%83%a2

ხელოვნებას სურს გაჰყვეს დასის კიდევ ერთ წევრს-საბა კვირკველიას, ის თურმე ხშირად უყურებს ფილმს-„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და სულ იმ ადგილს ისმენს, ზურიკელა რომ ამბობს-არტისტი უნდა გამოვიდეო.

დიმა ზედგენიძეს მომავალი პროფესია უკვე შერჩეული აქვს-მასაც მსახიობობა უნდა.

5%e1%83%a2

მსახიობობა სურს ელენე გოგიშვილს, მისი ოცნებაა ჰოლივუდში მიიწვიონ და თუ არ მიიწვევენ, “არა უშავს, თავად ჩავა”.

6%e1%83%a2

არავინ იცის ვინ რა პროფესიის გახდება, ვინ რა გზას აირჩევს, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ბავშვობაში ხელოვნებას ნაზიარებნი, დიდობაშიც კულტურისა და ხელოვნების თაყვანისმცემლები იქნებიან. დასის ხელმძღვანელი გუჯა ქარაია კი ამბობს, რომ თუ ყველა მსახიობი არ გამოვა, კარგ მაყურებლად მაინც გაიზრდებიანო.

13557946_583880511781993_6146805037947536094_n

წარმატებები პატარა მსახიობებს! მერე რა, თუ ჰოლივუდი არ მოვა მათთან, ისინი ჩავლენ ჰოლივუდში…

 

14702409_1718926515095951_4483416125848774511_n 14725453_1718926805095922_5003099693714448757_n

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...