Home » მთავარი » „თქვენთან ერთად, ჩემო საბურთალოელებო, ყველაფერს შევძლებთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის!“

„თქვენთან ერთად, ჩემო საბურთალოელებო, ყველაფერს შევძლებთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის!“

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს ამომრჩევლის წინაშე წარსდგა მე-5 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე.

მან ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მხოლოდ მოქალაქეების ჩართულობით და ერთად დგომით არის შესაძლებელი თბილისის სიცოცხლით სავსე ქალაქად ქცევა.

-„ქალაქში ყველაფერი არ არის ბოლომდე მიყვანილი და გაკეთებული, კიდევ მრავალი პრობლემატური საკითხია გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად, მხოლოდ თქვენი მონაწილეობით და მხოლოდ თქვენთან ერთად შევძლებთ გადავჭრათ პრობლემები.

მე ამაყი ვარ, რომ დღეს საბურთალოზე ამდენი ამომრჩეველი მოვიდა შეხვედრაზე, ამაყი ვარ, რომ ჩვენ ერთად ვართ, ჩემო საბურტალოელებო და 21 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“-მიმართა უთმელიძემ ამომრჩეველს.

მან მადლობა გადაუხადა ნდობისთვის გუნდს, კახი კალაძეს და რაც მტავარია საბურთალოს მე-5 ოლქის ამომრჩეველს.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...