Home » მთავარი » „თქვე მართლა ქვეყნის გამყიდველებო, თქვენი სამშობლო ხო ფულია?!“

„თქვე მართლა ქვეყნის გამყიდველებო, თქვენი სამშობლო ხო ფულია?!“

დავით საგანელიძის განცხადებას

იხ.

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=4&id_artc=36194

„ლეიბორისტული პარტიის“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო მეტრეველი ეხმიანება:

-„ოლიგარქ ივანიშვილის ფავორიტი, 30 ათასლარიანი ხელფასის პატრონი საგანელიძე ფულზე ისეა გახამებული, რომ მაშინ როცა ქართული მიწის არგაყიდვას მოვითხოვთ ლამის მთელი ქვეყანა, 12 ათასი ჰა მიწის გადაცემას ითხოვს 49 წლით ჩინელებისთვის, ჩაის გააშენებენ და თავადვე იყიდიან, თურმე ქართული ჩაი ყველაზე ძვირად შეიძლება გაიყიდოსო.
თქვე მართლა ქვეყნის გამყიდველებო, ქართული ჩაი რომ რომ მაღალი ხარისხისაა, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იცოდა ხალხმა, მერე ჩვენი უნიათობით და სიშტერით გავაჩანაგეთ შემოსავლის ეს მნიშვნელოვანი წყარო. როგორც თავად მაფიოზი საგანელიძე ამბობს (მის გარეშეც ვიცით), რომ ქართულ ჩაი კონკურენტუნარიანი იქნება, ვითომ ევროპაში არ გაიყიდება, ჩინელები იყიდიან თავადო, ამით რომ გვახარბებს და ,,გვაბოლებს
მხოლოდ ოლიგარქ ივანიშვილის და მისი პარტნიორების ფონდი რომ ხართ და ბიჯეტის ფულს ასე უპრაგრონოდ მოიხმართ მშვიდობაში, ის მაინც გააკეთეთ, რომ უცხოური კი არა, ქართული ინვესტიციით აღდგეს ქართული ჩაი, ისე, რომ ათი ათასობით ჰექტარ მიწას ჩინელი (გინდ ინდუსი, გინდაც ფრანგი) კი არა, ისევ ჩვენი ქართველი პატრონობდეს, მაგრამ სად გაქვთ ქართველ ბიზნესმენებს ეროვნულობის და პატრიოტიზმის გრძნობა?

თქვენი სამშობლო ხო ფულია?! თქვენ ხომ ,,იყიდო-გაყიდო” გირჩევნიათ, ვიდრე სამშობლოში რამე ღირებულში ჩადოთ ფული, იმიტომ რომ ამ ვაჭრობით უფრო დიდი ფულს შიულობთ….
ისა და, ახლა ჩინური მილიონებს იმიტომ დაედო ფასი და ლამის ქართულ-ეროვნული გახდა, რომ მათ ივანიშვილის ვარსკვლავბიჭუნა საგანელიძე ,,კრიშავს?!“

Facebook Comments
x

Check Also

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც ...