Home » მთავარი » მე ვიწყებ დღეს, რათა ხვალ ჩემი მოულოდნელი გამოჩენით არ გავაღიზიანო ამომრჩეველი

მე ვიწყებ დღეს, რათა ხვალ ჩემი მოულოდნელი გამოჩენით არ გავაღიზიანო ამომრჩეველი

ხათუნა იარდალაშვილი

82 გლდანის ლუწი მიკრო- რაიონების ბიუროს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში “პროგრესულ დემოკრატიული“ პარტიიდან

ბოლო ხანებია საზოგადოება საუბრობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეების გამოჩენის აუცილებლობაზე, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს მხოლოდ სიტყვებია და თუ რეალურად გამოჩნდა ახალი სახე ახალი ინიციატივებითა და მიდგომებით, სამწუხაროდ ხალხი არ იღებს. ხშირ შემთხვევაში ცინიზმს, ზოგჯერ აგრესიას, ხან კი ნეგატიურ დამოკიდებულებას აქვს ადგილი ახალი სახეების მიმართ. რა არის ეს? უბრალოდ არ გვინდა შექმნილი იდილია დავარღვიოთ თუ გვაქვს შიში სიახლის?

სხვაზე რომ არ ვისაუბრო, ჩემს მაგალითზე გეტყვით. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთან შეხვედრისას ყოველთვის ვგრძნობდი პირველად მათ ნეგატიურ დამოკიდებულებას, სახეზევე ეწერათ-ესენი ვიღა არიან, აი,ეს აკლდა პოლიტიკასო. ზოგი ამას პირდაპირ ამბობდა, მაგრამ 5-10 წუთის საუბრის შემდეგ რადიკალურად იცვლიდნენ დამოკიდებულებას. რამდენიმე ადამიანმა მითხრა-კარგი აზრების, მიდგომაც სხვანაირი, ზუსტად ისეთი, რაც გვჭირდება, მაგრამ აბა, მხოლოდ სურვილით მთავრობაში ვინ მოსულა, თქვენ მოხვიდეთო და მაშინვე ვიცოდი, რომ ეს ადამიანები არჩევნებზე წლობით დეპუტატის სავარძელში მოკალათებულ კანდიდატებს მისცემდნენ ხმას და ეს იმის მიუხედავად, რომ სულაც არ მოსწონთ ისინი, თეორიულად ახალი სახეების მოლოდინში არიან, პრაქტიკაში კი სიახლის დანერგვა არ უნდათ.

ეს ყველაფერი ახლახანს დასრულებულმა არჩევნებმაც დაგვანახა. მიუხედავად იმისა,რომ ხალხი ითხოვდა ახალ სახეებს,მათ მაინც არ ან ვერ გამოგვიცხადეს ნდობა.

რა უნდა გავაკეთოთ ახალმა სახეებმა, რომ საზოგადოებამ ზუსტად ის გაიგოს ჩვენგან, რასაც ვთავაზობთ? ალბათ ზუსტად იმ სიტყვებით უნდა მივაწოდოთ ჩვენი შეხედულება ხალხს, რისი მოსმენაც უნდათ, ამის გასაგებად კი საჭიროა მათთან მჭიდრო კონტაქტი. მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ჩვენც აქედანვე ვიწყებთ ხალხთან ურთიერთობას.

,,პროგგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“  არის პარტია, სადაც შეგვიძლია ყველას მოვუსმინოთ ,მოსახლეობისგან მივიღოთ რჩევები, მათ ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ კი არ ვჭირდებით მათ, ან პირიქით, არამედ ერთმანეთს ვჭირდებით და მხოლოდ კონსოლიდაციით მივაღწევღ იმ რეალურ ცვლილებებს, რაც ასე გვჭირდება მომავლისთვის.

მე,  როგორც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მზადყოფნას გამოვთქვამ მოვუსმინო ჩემს ამომრჩევლებს და მივიღო სწორი გადაწყვეტილებები მათთან ერთად, ვაგრძნობინო, რომ მოქალაქეთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ყველა საქმეში, ვიცი, საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მაგრამ ისიც ვიცი, თუ გულს უჩვენებ ჩვენს ხალხს, თუ სიმართლეს ეტყვი და ეჭვის ნატამალს არ გაუჩენ, კარებს გაგიღებენ და გულშიც ჩაგიხუტებენ.

როგორ მივალ ხალხთან? მე მათ პირდაპირ ვეტყვი – ჩემო ძვირფასებო, მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ,თქვენგან წამოსული და თქვენთან ერთად მინდა ვაკეთო საქმე,რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს გამოადგება. ჩემი დეპუტატობის შემთხვევაში კი აუცილებლად გავითვალისწინებ მათ რჩევებს და თხოვნებს. მე ვიწყებ დღეს, რათა ხვალ ჩემი ნაუცფათევად გამოჩენით არ გავაღიზიანო ხალხი. მე მაინტერესებს მათი აზრი, შეხედულებები, პრობლემები კი ვიცი, რადგან მეც ხომ ჩვეულებრივი მოქალაქე და ამომრჩეველი ვარ, ვცხოვრობ ისეთივე ცხოვრებით, როგორც თითოეული მოქალაქე. ასე რომ სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებელი გზის ძიებას ვაპირებ ამომრჩეველთან ერთად და ამას ვიწყებ დღეს. ყველაზე კარგი და უშუალო დამოკიდებულება მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრების დროს ყალიბდება. აი, ასეთ შეხვედრაზე ვიწვევ ჩემს ამომრჩეველს უკვე დღეიდან.

დამიკავშირდით ნომერზე – 593-45-01-82.  გლდანის ლუწი მიკრო რაიონების ბიუროს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ხათუნა იარდალაშვილი. ჩემი ტელეფონი სულ ჩართულია და ამ ნომრის გამოცვლას არც მომავალში ვაპირებ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...