Home » მთავარი » იაგო ხვიჩია – უაბჯროდ გვინდა რევოლუცია, ეს ბრიყვული ტაქტიკაა, ვცდილობ, პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ

იაგო ხვიჩია – უაბჯროდ გვინდა რევოლუცია, ეს ბრიყვული ტაქტიკაა, ვცდილობ, პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ

წარმოიდგინეთ, აბჯარს ვიხსნით, ვაბარებთ ხელისუფლებას და გვინდა უაბჯროდ რევოლუცია. მგონია, რომ ეს ბრიყვული ტაქტიკაა, ცხოვრებაში ბრიყვების იმედი არ მქონია, ვცდილობ, ამ პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, მზად არის, შეხვდეს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებსაც, ოღონდ შეხვედრაზე საქმის კეთებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.

„ახლა ვჩქმალავთ, ვემიჯნები ამ პროცესს, უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, პატარა პარტია ვართ, ვერ გადავარჩენთ პარლამენტარიზმს და ვერ შევალთ შენობაში, რომელიც რეალურად, პარლამენტი არ იქნება. ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა იგრძნობა იმაშიც, რომ საგანგებო სხდომას ნიშნავენ, რათა ოპოზიციას მანდატები ჩაუხსნან, გეგონება, სადმე გაიქცეოდნენ. იმედი არ გვაქვს, რადგან ოპოზიცია, რომელიც ასე იქცევა, საკუთარ თავს და ამომრჩეველს არ სცემს პატივს, რევოლუციას ამბობენ და 60 იმუნიტეტიან ადამიანზე ამბობენ უარს. წარმოიდგინეთ, აბჯარს ვიხსნით, ვაბარებთ ხელისუფლებას და გვინდა უაბჯროდ რევოლუცია. მგონია, რომ ეს ბრიყვული ტაქტიკაა და ცხოვრებაში ბრიყვების იმედი არ მქონია, ვცდილობ, ამ პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ. მზად ვარ, „ქართულ ოცნებასაც“, „ნაცმოძრაობასაც“ და სხვა პარტიებსაც შევხვდე. ზოგადად, ასეთი შეხვედრებისთვის დახურული შეხვედრები სჯობს, მედიამაც რომ არ იცოდეს. იქნება ეს საჯარო სივრცე, თუნდაც თქვენი ეთერი, ან არასაჯაროდ, საიდუმლოდ შევხვდებით, ოღონდ ამ შეხვედრის დროს საქმის გაკეთება უნდოდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ

x

Check Also

მამუკა მდინარაძე – პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება

ოპოზიცია დღესაც ცდილობს, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ, ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც ...