Home » ბლოგი » “იატაკქვეშეთიდან” მზის სინათლეზე თბილისის ქუჩებში მოსეირნე რელობა

“იატაკქვეშეთიდან” მზის სინათლეზე თბილისის ქუჩებში მოსეირნე რელობა

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

 Traffic (ტრანსპორტირება,მოძრაობა,ვაჭრობა)-ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ტრეფიკინგი გლობალური პრობლემაა, რამდენადაც თავის თავში ადამიანის უფლებების დარღვევასა და ჩამორთმევას გულისხმობს. ეს არის იარაღი, რომლითაც ხდება ექსპლოტაციის მიზნით პირის გადაბირება,გადაყვანა,გადამალვა, მუქარის ძალითა თუ სხვა საშუალებებით მსხვერპლის უმწეო მდგომარეობაში ჩაყენება და ამით სარგებლობა. ტრეფიკინგი ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ ერთ-ერთი დომინანტია მსოფლიოში და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, რაზეც “იატაკქვეშეთიდან” მზის სინათლეზე თბილისის ქუჩებში მოსეირნე რელობაც მეტყველებს.

 ბინძურია სექსინდუსტრია და უუფლებოა მასში მოტყუებით ჩაბმული და დატოვებული ვალების ხაფანგში მოქცეული ადამიანი… სქემა მარტივია: იწყება დაინტერესებული პირისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით,საზღვარგარეთ გამგზავრებით და სრულდება ადგილზე საბუთების ჩამორთმევითა და “მონად”ქცევით. ცემის,საბუთების ჩამორთმევის,დაჭერის,უკან დაბრუნებისა და დახვედრილი ვალების შიშით ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ეგუება “მონობას” უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჩანს! დიდი დანაშაულია როცა 21 საუკუნეშიც საზოგადოებას არ ააქვს სრული ინფორმაცია და ცოდნა ტრეფიკინგის რაობასა და მისი საშიშროების შესახებ უფრო მეტიც ტრეფიკინგი საქართველოში აღქმულია როგორც სექსუალური ინდუსტრია და დაზარალებული,ხშირ შემთხვევაში უარს ამბობს ამ პრობლემის საჯაროდ გაცხადებაზე მართალია ბოლო პერიოდში გატარდა პრევენციული ხასიათის ღონისძიებები: არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ სხვადასხვა მეთოდებით ტრენინგებისა და ლექციების სახით ამააღლონ საზოგადოების ცნობიერება, არსებული დამცავი მექანიზმების თაობაზე მაგრამ ეს ზღვაში წვეთია მაშინ როცა სახელმწიფოს სძინავს ან უკეთეს შემთხვევაში ჯერ კიდევ ფიქრობს თუ როგორ მოიქცეს,რა ქნას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2003 წელს შეტანილ იქნა ცვლილებები,სადაც პირველად დაფიქსირდა სიტყვა “ტრეფიკინგი” და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარა დანაშაულში ბრალდებული პირი,გატარდა სხვა სახის პრევენციული ღონისძიებებიც მაგრამ სურათი ძალიან მძიმეა ამ საკითხის სამართლებრივად დარეგულირების სამი შესაძლო ვარიანტდან ( სრული აკრძალვა,ნახევრად ლეგალიზება,სრული ლეგალიზება) არცერთზე არ გაკეთებულა არჩევანი.რეალურად სახელმწიფომ არ აკრძალა პროსტიტუცია, არ მოახდინა არც ნახევრად და არც სრული ფორმით ლეგალიზება,მაგრამ შეხედეთ რეალობას პროსტიტუციამ საქართველოში,თბილისში მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ბიზნესის სახე მიიღო.

იატაკქვეშეტიდან პროსტიტუციამ თბილისის ისტორიულ,ცენტრალურ ქუჩებში გადმოინაცვლა.ეს არის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არ კონტროლდება, სამაგიეროდ არალეგალურად კარგად კონტროლდება და გარკვეულ ჩარჩოებშიც ექცევა. სახელმწიფო ვალდებულია არ დატოვოს ეს საკითხი სამართლებრივი რეგულირების გარეშე,არ შეიძლება მოქალაქეების მხოლოდ ერთი ნაწილის მიმართ გააჩნდეს სახელწიფოს ვალდებულებები და მეორე თვალს ხუჭავდეს და არ ფიქრობდეს “მეძავი” მოქალაქეების უფლებებზე თუ ქვეყნიდან მოტყუებით გაყვანილი ქალების უფლებებზე რომლებიც მონებივით ცხოვრობენ. ვიღაცეებისთვის დიდი შემოსავლის დაკარგვის შიშით სირაქლემას პოზის დაკავება სასაცილო სიტუაციაში აგდებს სახელმწიფოს,მის იმიჯს, აუცილებელია უშეიქმნას სამართლებრივი სივრცე რომლითაც მოხდება ამ პრობლემის რეგულირება რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანების უფლებები.ლეგალურადაც შეიძლება საზღვარგარეთ წასვლა, ამისთვის არსებობს სამუშაო პროგრამები (ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ქალებსათვის -მომვლელები)ამერიკა,შოტლანდია და სხვა მაგრამ ყველა ქვეყნის საკონსულოს მოთხოვნაა რომ არსებობდეს გარანტია იმისა რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის გასვლის შემდეგ ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ ქვეყანას.

ხელისუფლებამ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს კანონიერ ფარგლებში საზრვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობების ჩამოყალიბება,ამით ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,ვალუტის შემოსვლას და ქვეყანას საშუალება ექნება შექმნას სათანადო სტრატეგია რათა მინიმუმადე დაიყვანოს ამ მიმართულებით არსებული რისკები. საქართველო დღევანდელი მონაცემებით არის ტრეფიკინგის წყარო,სატრანზიტო ქვეყანა და უკვე ’’დანიშნულების’’ ქვეყანაც.

სახელმწიფო ვალდებულია ყველა დონეზე დაიწყოს ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ღონისძიებების გატარება,დაწყებული ქვეყნის პოლიტიკური სფეროებით,დამთავრებული ვაჭრობითა და ინდუსტრიით,ასევე საერთაშორისო შრომითი სტანდარტების ერთგულება,არატოლერანტულობა არასრულწლოვანთა სექსუალური ვაჭრობის სფეროში ჩართვის წინაარმდეგ,ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ჯანმრთელობის დაზღვევისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა,ტრპიკინგის მსხვერპლთა დახმარება,მკურნალობა და ა.შ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...